მასალა მოსწავლეებისთვის 3.5: საყოველთაო კეთილდღეობის ცნება: დემოკრატიისა და დიქტატურის განმასხვავებელი ნიშანი

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 3.5: საყოველთაო კეთილდღეობის ცნება: დემოკრატიისა და დიქტატურის განმასხვავებელი ნიშანი

La multitude qui ne se rйduit pas а l’unitй est confusion;
l’unitй qui ne dйpend pas de la multitude est tyrannie.

სამართლიანობა ძალადობის გარეშე უძლურია, ხოლო ძალადობა სამართლიანობის გარეშე- ტირანია.

ბლეზ პასკალი (1623–62)

 

პლურალურ, დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაო კეთილდღეობის თაობაზე შეთანხმება ხდება მოლაპარაკების საშუალებით.  ავტორიტარული მმართველობისა და დიქტატურის პირობებში ხდება საყოველთაო კეთილდღეობის დაწესება და თავს მოხვევა.
შედეგი წინასწარ არავისთვის არის ცნობილი (AB?). ყოველთვის არის საშუალება შედეგების გამოცდისა და არა ვართ დაზღვეულნი შეცდომის დაშვებისაგან. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები ხანდახან შეიძლება შეიცვალოს, ხანდახან არის ამის აუცილებლობა. პოლიტიკა არის კოლექტიური სწავლის პროცესი, რომელიც ხორციელდება დებატების საშუალებით; საბოლოოდ მიღებულ უნდა იყოს გადაწყვეტილება. D1: ღვთისმიერ ბოძებული შორსმჭვრეტელობით ან მეცნიერული კვლევით (მაგ. მარქსიზმ–ლენინიზმი) ხდება საყოველთაო კეთილდღეობის ობიექტურად განსაზღვრა. ამის უფლება აქვს მხოლოდ სათავეში მყოფ ელიტას (D2). საყოველთაო კეთილდღეობა, როგორც მიზანი ამართლებს ყველა საშუალებას, მათ შორის ძალის გამოყენებასაც, რათა დაძლეულ იქნეს ოპოზიცია(X). D1 ან D2 –ს ყველა ოპონენტი მიჩნეულია მტრად.
პლურალისტულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადანიანთა ჯგუფებს წინა პლანზე გამოაქვთ თავიანთი განსხვავებული მიზნები, ინტერესები და ფასეულობები (მიზნები A და B). ყოველი ჯგუფი ცდილობს მიაღწიოს საკუთარ მიზანს (a1, a2, b1, b2), რომ საბოლოო გადწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნეს მიღებული (AAB? – BBA?). პლურალიზმი შობს კონკურენციასა და დაპირისპირებას. თავისუფალი მედია ხელს უწყობს ცოცხალ დებატებს. დიქტატურის პირობებში, ჯგუფები ან ინდივიდები, რომლებიც ალტერნატივას წამოაყენებენ ან კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამენ ჩახშობილ არიან (X-სიმბოლო). მონაწილეობის უფლება მხოლოდ რეჟიმის მომხრეთა პრეროგატივაა. მედია მკაცრი ცენზურის ქვეშ არის. მმართველი წყვეტს თუ რომელი პრობლემა, ინტერესი თუ მიზანი დააყენოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.
დაპირისპირება აუცილებელი და ნაყოფიერია შეთანხმებისა და კომპრომისის მისაღწევად. მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის ღიაა კრიტიკული შეფასებებისთვის. თანხმობა არის მმართველის მიერ ძალად თავსმოხვეული და წინასწარ განსაზღვრული. დაპირისპირება მიჩნეულია დისჰარმონიად და საფრთხედ, ვინაიდან ძნელია მისი კონტროლი.