თავი 1: ინდივიდუალობა

Living Democracy » Textbooks » თავი 1: ინდივიდუალობა

არჩევანის გაკეთება

წინასიტყვაობა მასწავლებლებისთვის

„ვინ იქნება ჩემი პარტნიორი?“

„გვინდა გვყავდეს შვილები?“

„რა სამუშაოს ავირჩევ?“

თავი ეძღვნება თეზისს: არჩევანი აყალიბებს პიროვნებას

ყველა ჩვენთაგანი, ცხოვრების მანძილზე, სამ უმნიშვნელოვანეს არჩევანს აკეთებს. წარსულში ჩვენ თავადაც ვეძებდით პასუხებს ამ კითხვებზე, ისევე როგორც ჩვენი მოსწავლეები აკეთებენ ამას ამჟამად. ეს სამი არჩევანი განაპირობებს ჩვენს მომავალს – განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება. ამ მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთებულ არჩევანზე შემდგომში უარის თქმა მტკივნეული და რთული პროცესია, ხოლო, როდესაც საქმე შვილებს ეხება – პრაქტიკულად შეუძლებელი. ჩვენი გადაწყვეტილებები არა მარტო ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრებაზეც.

ინდივიდუალობა –  ინტიმური, ზედმიწევნით პირადული საკითხი

წინამდებარე წიგნში შესული თავებიდან, მოცემული თავი, რომელიც ინდივიდუალობის ცნებას განიხილავს, ყველაზე მეტად უახლოვდება მოსწავლეთა პირად გამოცდილებასა და სურვილებს. ამ თავში მოცემული ამოცანები მოსწავლეების მიერ არჩევანის გაკეთებას მოითხოვს. გამოყენებული მეთოდი ასახავს მოსწავლეების გამოცდილებას.

თავი 1: გეგმა

პირველ გაკვეთილზე მოსწავლეები ეცნობიან არჩევანის გაკეთების მნიშვნელობას. მეორე გაკვეთილზე მოსწავლეებს უწევთ გადახედონ წარსულის გამოცდილებას: რომელმა არჩევანმა მოახდინა მათ ცხოვრებაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა? მესამე გაკვეთილზე ისინი მომავლისკენ იხედებიან, პასუხობენ რა  ზემოთ მოცემულ სამ კითხვას. მეოთხე გაკვეთილზე მათი ყურადღება გამახვილებულია ამ სამი კითხვიდან ერთ–ერთზე, კერძოდ – სამუშაოს არჩევაზე. დამატებითი სამუშაოს სახით მათ ვთავაზობთ სამუშაოს შესწავლას სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 1.4).

ინდივიდუალობა – კონსტრუქტივისტული ცნება

მოცემულ თავში ინდივიდუალობის ცნება განხილულია კონსტრუქტივისტულ ჭრილში. ჩვენი ინდივიდუალობა სტატიკური, სრულყოფილი სახით კი არ გვეძლევა, არამედ იგი ვითარდება მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე, სწავლის პროცესში და მისი ჩამოყალიბება ხორციელდება ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანით.  ჩვენს მიერ გაკეთებულ ზოგიერთ არჩევანს ჩვენ მომავალში ვეღარ შევცვლით; ზოგის შეცვლა და გამოსწორება შესაძლებელია, ჩვენი სურვილისამებრ (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 1.3).

კომპეტენციების გამომუშავება: კავშირი სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან

რას გვიჩვენებს ეს ცხრილი

წინამდებარე სახელმძღვანელოს სათაური, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობა, გულისხმობს იმ კომპეტენციებს, რომელსაც აქტიური მოქალაქე უნდა ფლობდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მოცემული მატრიცა გვიჩვენებს სახელმძღვანელოში შესულ თავებს შორის სინერგიის ეფექტის პოტენციალს. მატრიცა გვიჩვენებს, რომელი კომპეტენციების განვითარება ხდება პირველ თავში (შეფერილი, ჰორიზონტალური მწკრივი ცხრილში). მუქი შტრიხებით შემოსაზღვრული ვერტიკალური სვეტი გვიჩვენებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების კომპეტენციებს –მისი გამოყოფა ხდება, დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობასთან მჭიდრო კავშირის გამო. ჰორიზონტალური მწკრივები გვიჩვენებს სახელმძღვანელოში მოცემულ სხვა თავებთან კავშირს: რომელ კომპეტენციებს იძენს მოსწავლე, სახელმძღვანელოში მოცემულ ამ თავებში, რომელიც მათ პირველ თავში სჭირდებათ?

როგორ გამოვიყენოთ მატრიცა?

მასწავლებლებს მოცემული მატრიცის გამოყენება სხვადასხვა გზით შეუძლიათ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილის დასაგეგმად.

  • ეს მატრიცა ეხმარება მასწავლებლებს, რომლებსაც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მცირე რაოდენობით გაკვეთილის ჩატარება უწევთ: მასწავლებელს საშუალება აქვს აარჩიოს ეს თავი და გამოტოვოს სხვა თავები, თუ მიიჩნევს, რომ მოსწავლეები გარკვეულწილად უკვე ფლობენ სხვა ძირითად კომპეტენციებს, მაგალითად მოცემულ თავში ასეთი კომპეტენციებია – არჩევანის გაკეთება, პლურალიზმის აღქმა, თავისუფლების უფლების დაცვა, პასუხისმგებლობის აღება არჩევანზე, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე.
  • მოცემული მატრიცა ეხმარება მასწავლებელს დარწმუნდეს სინერგიის ეფექტში, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები ერთი და იგივე კომპეტენციას განმეორებით იძენენ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა კონტექსტში.
თავი კომპეტენციის განვითარების განზომილებები

 

მიდგომები და ღირებულებები

პოლიტიკური ანალიზი და შეფასება მეთოდები და უნარები

მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება

1. ინდივიდუალობა

არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის შედეგების გააზრება

სამუშაოს არჩევა და კრიტერიუმების გააზრება

მოდელების ანალიტიკურ საშუალებათა რანგში გამოყენება

პრეზენტაციები

დისკუსიებში მონაწილეობა

გადაწყვეტილების მიღება – კრიტერიუმების, მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა

პასუხისმგებლობა – გაცნობიერება იმისა, თუ რა გავლენას ახდენს ჩემი არჩევანი სხვებზე

მზადყოფნა და უნარი გაითვითცნობიერო პირადი სურვილები, მოთხოვნილებები და მოვალეობები

2. პასუხისმგებლობა ურთიერთაღიარება
3. მრავალფეროვნება და პლურალიზმი ინდივიდუალური არჩევანი ქმნის ინდივიდუალობის მრავალფეროვნებას
6. მთავრობა და პოლიტიკა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შეესაბამება ინდივიდუალურ არჩევანს. პირადი ბედნიერების მიზანი შეესაბამება საყოველთაო კეთილდღეობის მიზანს საჯარო კამათი და დებატები (ვმონაწილეობთ საზოგადოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში) მზადყოფნა და უნარი მოუსმინო ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული ინტერესი და თვალსაზრისი გააჩნიათ
8. თავისუფლება თავისუფლების უფლების დაცვა

 

თავი 1: ინდივიდუალობა– არჩევანის გაკეთება

ჩვენ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას და სხვა ადამიანების  ცხოვრებასაც

გაკვეთილის თემა კომპეტენციის გამომუშავება/სწავლის მიზანი მოსწავლის ამოცანა მასალა და რესურსები მეთოდი

გაკვეთილი 1

წარმოდგენები არჩევანსა და ინდივიდუალობაზე

საკუთრი თვალსაზრისისა და არჩევანის განსაზღვრა.

ჩვენი არჩევანით სხვებს ვამცნობთ თუ ვინ ვართ, და ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს პიროვნებაზე.

მოსწავლეები ირჩევენ ციტატას და ასახელებენ თავიანთი არჩევანის მიზეზს. მასალა მასწავლებლებისთვის 1.1 (ციტატების ფურცლის სამი ასლი დაჭრილი ცალკეულ ციტატად, მოამზადეთ გაკვეთილის დაწყებამდე)

ჯგუფური სამუშაო.

პლენარული განხილვა.

გაკვეთილი 2

გადავხედოთ წარსულს: რომელმა არჩევანმა შეუწყო ხელი ჩემს ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბებას, როგორიც დღეს ვარ?

ავტობიოგრაფიული პერსპექტივა.

ჩვენს მიერ გაკეთებულ არჩევანს, ისევე, როგორც სხვების მიერ გაკეთებულს ძლიერი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე.

მოსწავლეები ფიქრობენ იმაზე თუ რომელმა არჩევანმა იქონია ძლიერი ზეგავლენა მათ ცხოვრებაზე.

მასალა მოსწავლეებისთვის 1.1.

ფლიპჩარტები და სხვადასხვა ფერის მარკერები, ქაღალდის მოგრძო ფურცლები (A6) წებო ან წებოვანი ლენტი.

დამოუკიდებელი სამუშაო.

პლენარული განხილვა.

გაკვეთილი 3

გავიხედოთ მომავლისკენ: სამი არჩევანი, რომელიც განაპირობებს ჩვენ მომავალს

გადაწყვეტილებების მიღება, პრიორიტეტების დასახვა.

ადამიანის უფლებები გვაძლევს არჩევანის საშუალებას, თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება – ჩვენ ვწყვეტთ გავაკეთოთ თუ არა არჩევანი.

მოსწავლეები ფიქრობენ იმ რამდენიმე მნიშვნელოვან არჩევანზე რომელიც მათ მომავალს განაპირობებს.

მასალა მოსწავლეებისთვის 1.2.

ფლიპჩარტი, მარკერები.

დამოუკიდებელი სამუშაო მასწავლებლის მიერ დარიგებულ მასალაზე.

პლენარული განხილვა.

გაკვეთილი 4

რომელი სამუშაოა ჩემთვის შესაფერისი?

გადაწყვეტილების კრიტერიუმთა იდენტიფიცირება, დაბალანსება და პრიორიტეტულის გამორჩევა.

ძირითადი კრიტერიუმი სამუშაოს არჩევისას არის: „რომელი სამუშაო შეესაბამება ჩემს ინტერესებს და უნარებს.

მოსწავლეები თანხმდებიან ან უარს ამბობენ შემოთავაზებულ სამუშაოზე და ასახელებენ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებს.

 მასალა მოსწავლეებისთვის 1.3.

მასალა მასწავლებლებისთვის 1.2 (გამოჭერით მოსწავლეების რაოდენობაზე დაახლოვებით 10–ით მეტი ფურცელზე გამოსახული მართკუთხედი სამუშაოს წარწერით)

დამოუკიდებელი სამუშაო მასწავლებლის მიერ დარიგებულ მასალაზე.

პლენარული განხილვა.

დამატებითი სამუშაო:

სამუშაოს შესწავლა სპეციალისტის გამოცდილებაზე დაკვირვებით

სპეციალისტისთვის ინტერვიუს ჩამორთმევა; კვლევითი პროექტის დაგეგმვა

სამუშაოს ვარიანტების დამუშავება

მოსწავლეები გეგმავენ და ახორციელებენ კვლევით პროექტს მასალა მოსწავლეებისთვის 1.4 პროექტი