სავარჯიშო 7.8. – დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის გზები

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 7.8. – დემოკრატიულ საზოგადოებაში მონაწილეობის გზები
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები პოლიტიკაში მონაწილეობის განსხვავებულ გზებს უკავშირებენ ადამიანის უფლებებს.
რესურსები პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლო ფორმების ჩამონათვალი.

მსვლელობა

  1. ყველა მოსწავლე ადგენს იმ გზებისა და საშუალებების ჩამონათვალს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მონაწილეობა დემოკრატიულ გარემოში განხორციელებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  2. მოსწავლეები იყოფიან ოთხკაციან ჯგუფებად. ისინი ერთმანეთს ადარებენ ჩანაწერებს, განიხილავენ მათ და ცდილობენ, შეთანხმდნენ ერთ საერთო ჩამონათვალზე.
  3. მოსწავლეთა ჯგუფები საკუთარ ნამუშევრებს ადარებენ მათთვის დარიგებულ მასალაში მოცემულ ჩამონათვალს.

გაგრძელება

მოსწავლეებმა შეიძლება განიხილონ შემდეგი საკითხები:

  1. ჩამონათვალში მოცემული გზებიდან ყველა შეესაბამება ადამიანის უფლებებს? ყველა მათგანი უნდა იყოს კანონში გათვალისწინებული? ახსენით რატომ?
  2. როგორ შეგიძლია მონაწილეობის მიღება შენს საკუთარ ქვეყანაში? არის რომელიმე გზა, რომელზეც შენ ხელი არ მიგიწვდება? რატომ?
  3. საჭიროა კანონი იცავდეს უფლებას არმონაწილეობის შესახებ? განმარტეთ.

მასალა

მასალა მოსწავლეებისთვის

მონაწილეობა შეიძლება განხორციელდეს მრავალი გზით, მათ შორის:

  • დღის წესრიგში დაყენებული საკითხებისა და ლიდერების შესახებ არსებული მასალის გაცნობა;
  • დღის წესრიგში დაყენებული საკითხებისა და ლიდერების შესახებ სტატიებისა და პუბლიკაციების წერა;
  • საკითხის შესახებ გამართულ დებატებში მონაწილეობა;
  • ისეთ საზოგადოებაში მუშაობა, რომელიც რაიმე მიზნის მისაღწევად იბრძვის ან მთავრობის მიერ გადადგმულ რომელიმე ნაბიჯს ეწინააღმდეგება;
  • პოლიტიკური პარტიების, სხვა ტიპის საზოგადოებების ან მასობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება ან მათში გაწევრიანება;
  • პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ თავყრილობებზე დასწრება;
  • პოლიტიკური პარტიის, შრომითი კოლექტივის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის სათავეში ჩადგომა;
  • არჩევნებში მონაწილეობა;
  • ხელისუფლებაში მოსვლის მსურველ კანდიდატთა დასახმარებლად კამპანიის წარმოება;
  • საკუთარი კანდიდატურის წამოყენება და არჩევის შემთხვევაში ამომრჩეველთათვის სამსახურის გაწევა;
  • გადასახადების გადახდა;
  • ლობირება;
  • სამხედრო მოვალეობის მოხდა;
  • არსებული იურიდიული არხებით სარგებლობა, როგორიცაა მთავრობის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების დადება, სასამართლოში საქმის აღძვრა და ა. შ.
  • პროტესტის გამოხატვა დემონსტრაციის, ბოიკოტის, გაფიცვის და ა.შ. საშუალებით.