2.1 ამოცანა

Living Democracy » Textbooks » 2.1 ამოცანა

გაკვეთილების დაგეგმვისა და მოსწავლეებისათვის შერჩეული თემების სწავლების პროცესში, სხვა დანარჩენთან ერთად, კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, თუ როგორ უნდა ვაწარმოოთ მოსწავლეების მიღწევათა კონტროლი, როგორ უნდა მივხვდეთ, აქვს თუ არა მოსწავლეს პროგრესი და როგორ უნდა შევაფასოთ მოსწავლეთა შედეგები სწავლის თვალსაზრისით, ისევე, როგორც თქვენი საკუთარი მოღვაწეობა მასწავლებლის რანგში.  ამ მიზნით, გაკვეთილის დაწყებამდე, საჭიროა გულდასმით დაგეგმოთ სწავლების შედეგებისა და ხარისხის ჩამოყალიბების, შეფასებისა და გაუმჯობესების გზები და, ასევე, ის, თუ როგორ უნდა ჩაიწეროთ, გააანალიზოთ, გააუმჯობესოთ და განსაჯოთ მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო და სწავლის აქტივობები. ამგვარად, თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რა კრიტერიუმები და ინსტრუმენტები დაგჭირდებათ იმის შესაფასებლად, თუ რა დონეზე შეძლო მთლიანმა კლასმა თუ ინდივიდუალურმა მოსწავლემ დასახული მიზნების მიღწევა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელთ გექნებათ ის კრიტერიუმებიც,  რომლებსაც ეფუძნება მოსწავლეების შეფასების სისტემა.