2 – სამუშაო ფურცელი 2: როგორ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიული უნარები და ცოდნა

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 2: როგორ გამოვიყენოთ ჩვენი პროფესიული უნარები და ცოდნა
  • რა ზოგად გამოცდილებას, უნარებსა და ცოდნას ვფლობ?
  • რამდენად საკმარისია ჩემი ცოდნა შესწავლის საგანთან და მის შინაარსთან დაკავშირებით, სწავლის მიზნებთან, სწავლების შესაბამის მეთოდებთან და სწავლის პროცესთან დაკავშირებით?
  • რა სფეროებში ვისურვებდი ჩემი ცოდნის გაღრმავებასა და უნარების დახვეწას (ცოდნა, სწავლების მეთოდები, პროფესიული უნარები, პიროვნული მახასიათებლები, რეჟიმი და ა.შ.)?
  • ადამიანისათვის დამახასიათებელი რომელი თვისებაა ჩემთვის მთავარი და მამოძრავებელი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ?
  • რომელ თეორიულ ჩარჩოებში ვაქცევ ჩემს მუშაობას მასწავლებლის რანგში, ან თეორიის რა გამარტივებულ ვარიანტს ვიყენებ პედაგოგიური მოღვაწეობისას?
  • როგორ აღვწერდი და დავახასიათებდი ჩემს ურთიერთობას მოსწავლეებთან?
  • სად გადის ჩემი პიროვნული ზღვარი, სამუშაო საათებთან, დაძაბულ ვითარებაში მუშაობასთან და ა.შ. დაკავშირებით? როგორ ვიყენებ ჩემს პირად სამუშაო შესაძლებლობებსა და უნარებს?
  • როგორ შევამსუბუქო სამუშაო დატვირთვა როგორც სამუშაოს, ასევე, განსახორციელებელი ქმედებების ორგანიზებითა და უკეთესი დაგეგმვით?
  • როგორ და რამდენად ეკონომიურად ვიყენებ დროს და როგორ ვუმკლავდები სტრესის გამომწვევ ფაქტორებს?