მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.2: კონფლიქტების მაგალითები

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.2: კონფლიქტების მაგალითები

კონფლიქტი 1

ორი მეზობელი ვერ რიგდება იმ ღობესთან დაკავშირებით, რომელიც მათ სახლებს ერთმანეთისაგან ჰყოფს. ერთი მეზობელი თვლის, რომ აუცილებელია ღობის გამოცვლა, რადგან არსებული ღობე მოძველდა; მას სურს, რომ მეორე მეზობელმა გადაიხადოს ღობის გამოცვლის საფასურის ნახევარი. მეორე მეზობელი აღიარებს, რომ ღობე არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ არ სურს ღობის გამოცვლასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილის დაფარვა. მეორე მეზობელი მიიჩნევს, რომ, ღობის სიძველისდა მიუხედავად, ის თავის ფუნქციას ჯერ კიდევ ასრულებს – მეზობლის ძაღლს აკავებს საკუთარ ეზოში და ძაღლი ვერ გადმოდის მის ბაღში. ზოგადად, მეორე მეზობელს არ მოსწაონს, როცა პირველი მეზობელი საჯაროდ იწონებს თავს ახალი, ძვირადღირებული ნივთებით.

კონფლიქტი 2

დედა და მამა ვერ მორიგებულან, თუ რა რეაქციით უპასუხონ მათი ორი წლის შვილის ხმაურს. მამა თვლის, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან უნდა ისწავლოს ქცევის წესები; მას სურს სახლში სიწყნარე, რადგან მისი სამსახური ძალიან დამღლელია. დედა კი თვლის, რომ არ შეიძლება ორი წლის ბავშვს მუდმივად აუკრძალო ხმაური და ტირილი, რადგან ეს მის განვითარებას შეაფერხებს.