მასალა მასწავლებლებისთვის 3გ: რჩევები შემდგომი დავალებებისთვის

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 3გ: რჩევები შემდგომი დავალებებისთვის

1. როგორ რეაგირებენ პარტიები სოციალურ განხეთქილებაზე?

მასალა მოსწავლეებისთვის 3.5 და განხილვა

  • რა განხეთქილებები არსებობს ჩვენს საზოგადოებაში?
  • როგორ რეაგირებენ ჩვენს ქვეყანაში პარტიები ამ განხეთქილებებზე?
  • რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და რა დათმობები გაკეთდა?

2. პლურალიზმი

  • რომელი დაინტერესებული ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ პოლიტიკაში?
  • რომელი ინტერესებია კარგად ორგანიზებული და რომელი – არა?

3. კომპრომისი

დემოკრატიულ საზოგადოებაში, პლურალიზმი წარმოშობს კომპრომისის აუცილებლობას. ამის თაობაზე განსხვავებული თვალსაზრისები არსებობს:

  1. პროცესში მონაწილე ინდივიდუალური  პირის თვალსაზრისით: ძალაუფლების მოსაპოვებლად საჭიროა კომპრომისი. უარი უნდა თქვა და უნდა დათმო შენთვის ყველაზე პრიორიტეტული ინტერესები და ეცადო გაიტანო ინტერესები, რომლებიც შენს დღის წესრიგში მეორე ადგილზეა.
  2. ზოგადი თვალსაზრისით: პლურალიზმი კონკურენციის საფუძველს წარმოადგენს; პროცესში მონაწილეები მუდმივად აკონტროლებენ ერთმანეთს და ცდილობენ არ დაუშვან, რომ რომელიმეს ხელში აღმოჩნდეს ძირითადი ძალაუფლება. პლურალიზმს საზოგადოებაზე იგივე გავლენა აქვს, რაც კონტროლისა და გაწონასწორების პრინციპებს კონსტიტუციაზე.
  3. შედეგების თვალსაზრისით: პლურალიზმი შობს კომპრომისის აუცილებლობას. გადაწყვეტილებები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს, ძალიან იშვიათია. ეს ხელს უწყობს სოციალურ ერთობას.
  • ამ თვალსაზრისთაგან რომელი შეესაბამება შენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მაგ. შესასწავლი ნიმუში?

4. დემოკრატიისა და დიქტატურის შედარება

მასალა მოსწავლეებისთვის 3.4

  • ინტერესთა და თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას როგორ უმკლავდება დემოკრატია და როგორ – დიქტატურა?
  • რა გადაწყვეტილებებს იღებს თითოეული ამ რეჟიმთაგანი? (კრიტერიუმები შედარებისთვის: ინტერესთა გათვალისწინება, ქმედითუნარიანობა, კრიტიკა, მედიის როლი.)

5. პოლიტიკის ორი განზომილება

მაქს ვებერი:13

  1. „პოლიტიკა შეიძლება შევადაროთ სქელი ფიცრის ბურღვის ნელ და მტკიცე პროცესს, როგორც ენთუზიაზმის, ასევე  გათვლების  სისწორის თვალსაზრისით“.
  2. „ის, რაც აქტიურია პოლიტიკაში, მიისწრაფის ძალაუფლებისაკენ“
  • როგორ დავინახეთ პოლიტიკის ეს ორი განზომილება განვლილ თავში?
  • როგორ ახორციელებენ ამ ორი განზომილების ბალანსს პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანაში?

13. მაქს ვებერი, „პოლიტიკა, როგორც მოწოდება და ხელობა“, გვ 2, 34 (www.sscnet.ucla.edu/polisci/ethos/Weber-vocation.pdf); ციტატები გადაკეთებულია ავტორის მიერ.