2 – სამუშაო ფურცელი 12: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხარისხის მაჩვენებლები სკოლებში

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 12: დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ხარისხის მაჩვენებლები სკოლებში

ევროპის საბჭოს ინსტრუმენტი, „სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების ხარისხის უზრუნველყოფა“, მოიცავს ზემოთ ხსენებულ მაჩვენებლებს, რომლებიც იყოფა ქვეთემებად და მინიშნებებად, რომლებიც ასახავს სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სასურველ ხარისხს. მოცემული კრიტერიუმები გამოიყენება სკოლებში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის განხილვისა და შეფასების მიზნით. მათი საშუალებით შესაძლებელია სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შედარება დასახულ და სასურველ მიზნებთან.

ქვემოთ მოცემული ცხრილი, რომელიც ზემოთ ხსენებული ინსტრუმენტის ნაწილს წარმოადგენს, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სკოლაში დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით არსებული სიტუაციის ხარისხის მაჩვენებლების მიხედვით შეფასებისას.44

სფერო ხარისხის მაჩვენებელი ქვეთემები
სასწავლო პროგრამა. სწავლება და სწავლა

მაჩვენებელი 1

სკოლის მიზნები, სტრატეგიები და პროგრამები შესაბამის ნიადაგს ქმნის დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების განსახორციელებლად?

  • სკოლის პოლიტიკური კურსი
  • სკოლის განვითარების დაგეგმვა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების თვალსაზრისით
  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება და სასკოლო პროგრამა
  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კოორდინირება

მაჩვენებელი 2

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ჩაბმული მოსწავლეები და მასწავლებლები იყენებენ ამ სწავლების პრინციპებს ყოველდღიურ პრაქტიკაში, როგორც სკოლაში, ასევე საკლასო ოთახში?

  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების შედეგები
  • სწავლებისა და სწავლის მეთოდები და პროცესები
  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მონიტორინგი

მაჩვენებელი 3

სკოლაში მოქმედი შეფასების სისტემა და პრაქტიკა შეესაბამება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას?

  • გამჭვირვალეობა
  • სამართლიანობა
  • გაუმჯობესება
სკოლის გარემო და ეთოსი

მაჩვენებელი 4

სკოლის ეთოსი ადეკვატურად ასახავს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრინციპებს?

  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრინციპებისა და ღირებულებების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში
  • ურთიერთობები და მმართველობის ფორმა
  • მონაწილეობისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობები
  • კონფლიქტის გადაჭრის, ძალადობის, დაშინებისა და დისკრიმინაციის გამოვლინებასთან გამკლავების პროცედურები, მათ შორის, დისციპლინის პოლიტიკა
მმართველობა და განვითარება

მაჩვენებელი 5

გააჩნია სკოლას ეფექტური ხელმძღვანელობა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრინციპებს?

  • ხელმძღვანელობის სტილი
  • გადაწყვეტილების მიღება
  • საერთო პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა
  • გულისხმიერება

მაჩვენებელი 6

გააჩნია სკოლას განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც ასახავს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრინციპებს?

  • მონაწილეობა და ჩართულობა
  • პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება
  • მართვა და რესურსები
  • თვითშეფასება, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება

(ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი, გვ. 58)

44. 2005 წელს, როდესაც შემუშავდა მოცემული ინსტრუმენტი, ცხრილში მოცემული მაჩვენებლები წარმოადგენდა მაჩვენებლებს, რომლებიც ესადაგებოდა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებას. ვინაიდან დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებას დაემატა ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება, ჩვენ შესაბამისი დამატებები შევიტანეთ ცხრილში, რომელიც წინამდებარე სახელმძღვანელოშია მოცემული.