1. წინასიტყვაობა

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა

გაკვეთილის დაგეგმვისას, აუცილებელია ფლობდეთ საკმარისად ნათელ წარმოდგენას როგორც მთლიანად კლასის, ასევე, მოსწავლეთა ინდივიდუალური მახასიათებლებისა და სწავლისათვის  საჭირო  გარემოებების შესახებ. მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ ბავშვებს შორის განსხვავებას, მათი უნარების, ძლიერი და სუსტი მხარეების, შეხედულებების, დამოკიდებულებებისა და ინტერესების თვალსაზრისით.

ერთი მხრივ, თქვენ თავად განსაზღვრავთ სწავლის პირობებს კლასში, სწავლების მიზნებიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენ წინასწარ გეგმავთ. მეორე მხრივ, მიზნებისა და თემის შერჩევისას, აუცილებელია, გაითვალისწინოთ როგორც მთლიანი კლასის, ასევე, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებები.

სწავლის პირობების განსაზღვრით სრულდება გაკვეთილისათვის მოსამზადებელი სამუშაოს პირველი ეტაპი. გაკვეთილის დაგეგმვის შემდგომ ეტაპზე, აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს  ის ზოგადი, ობიექტური გარემოებები, რომელშიც უნდა განხორციელდეს სწავლების პროცესი. და ბოლოს, არ უნდა დაგავიწყდეთ სწავლების თქვენეული მეთოდები; მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ მათი ეფექტური გამოყენება და ამ მეთოდების შემდგომი დახვეწა, თანამიმდევრობით და გონივრული მიდგომით, რათა ამან უარყოფითი ზემოქმედება არ იქონიოს სწავლების პროცესზე.

წინამდებარე თავის დასაწყისში მოცემულია ძირითადი კითხვები, მათ მოჰყვება სამუშაო ფურცლები, რომელთა სარგებლობაც შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში.