სავარჯიშო 5.1. – ეს უსამართლოა

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 5.1. – ეს უსამართლოა
საგანმანათლებლო მიზანი მოსწავლეები ეცნობიან სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებებს.
რესურსები სოციალური კვლევები, ენები.

მსვლელობა

მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში.

  1. მასწავლებელი ყოველ წყვილს სთხოვს, შეარჩიოს ფოტო.
  2. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, აღწერონ ფოტოზე ასახული სიტუაცია ისე, როგორც ისინი აღიქვამენ:
    • „მე ვხედავ…“ (ფაქტობრივი აღწერა)
    • „მე ვგრძნობ…“ (ემოციური რეაგირება)
    • „ეს მე მაგონებს…“ (ასოციაცია, მოსაზრება)მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაახარისხონ ფოტოები შემდეგ სამ კატეგორიად:
    • ფოტოზე ნაჩვენებია სამართლიანი სიტუაცია.
    • ფოტოზე ნაჩვენებია უსამართლო სიტუაცია.
    • ფოტოზე არ ჩანს სამართლიანია თუ არა სიტუაცია.
  3. წყვილები ერთიანდებიან ოთხკაციან ჯგუფებად. ყოველი წყვილი მეორეს უხსნის ფოტოს მათეულ აღქმას და ცდილობს, დაარწმუნოს ისინი საკუთარი მსჯელობის ჭეშმარიტებაში. ჯგუფები კომენტარს ურთავენ ფოტოებს, რომელიც შემდგომ გამოიფინება კლასის კედლებზე და მათ შესასწავლად მოსწავლეებს ეძლევათ დრო.
  4. პლენარული განხილვა:
    • რომელ ფოტოებზე გამოსახული სიტუაციები იქნა შეფასებული როგორც სამართლიანი და რომელი როგორც უსამართლო?
    • ზოგიერთ სიტუაციაზე შეთანხმება რთული აღმოჩნდა, რატომ?
    • რა ფაქტორები განაპირობებს უსამართლობას?
    • როგორ შეიძლება ამ უსამართლო სიტუაციების გამოსწორება სამართლიანობის აღსადგენად?

გაგრძელება

მოსწავლეები ქმნიან რამდენიმე ჯგუფს. ყოველი ჯგუფი ირჩევს ერთ, უსამართლო სიტუაციას და ცდილობს, უპასუხოს ზემოთ მოყვანილი კითხვებიდან ბოლოს: როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს უსამართლობა?

პირველ რიგში, მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ, ადამიანის რომელი უფლება იქნა დარღვეული მოცემულ სიტუაციაში. შემდეგ მათ უნდა ეძებონ ადამიანის ამ უფლების დაცვისა და აღდგენის გზები და საშუალებები.