2.2 ძირითადი კითხვები

Living Democracy » Textbooks » 2.2 ძირითადი კითხვები

მოსწავლეები სწავლის პროცესში:

  • როგორ ხდება მოსწავლის წარმატების იდენტიფიცირება და შეფასება?
  • როგორ გამოიყენება მოსწავლის თვითშეფასება და სხვების შეფასება?
  • როგორ უნდა დავრწმუნდე, რომ მოსწავლემ მიაღწია დასახულ მიზანს?
  • სწავლის პროცესში მოსწავლეები მუდმივად წარმატებით ართმევდნენ თავს დასახულ ამოცანებს?
  • მოსწავლეები თავად არიან დარწმუნებული თავიანთ წარმატებაში?
  • ჩემ მიერ განხორციელებული სწავლება თანაბარ შესაძლებლობებს ქმნიდა გოგონებისა და ვაჟების წარმატებისათვის?
  • მოსწავლეები გაცნობიერებულად აკვირდებიან, აკონტროლებენ და ცდილობენ გააუმჯობესონ თავიანთი აქტივობები სწავლისა და მუშაობის პროცესში?
  • შეუძლიათ მოსწავლეებს თავად აკონტროლონ და შეაფასონ საკუთარი სწავლის პროცესი და შედეგები?
  • შეუძლიათ მოსწავლეებს შეაფასონ თანატოლების მიღწევები?
  • თვითშეფასებისას, მოსწავლეები ხელმძღვანელობენ თავიანთი მიზნებით, სტანდარტებით, კრიტერიუმებით ან საჭიროებებით?
  • შემიძლია განვსაზღვრო ინდივიდუალური მოსწავლის წარმატების დონე?
  • როგორ ვახდენ ინდივიდუალური მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული პრობლემის იდენტიფიცირებას?
  • როგორ ვაკვირდები სოციალურ ურთიერთობებს კლასში?
  • როგორ ვაწარმოებ ინდივიდუალურ მოსწავლესა და მთლიან კლასზე ჩემი დაკვირვების შედეგების ჩანიშვნას?

მასწავლებლები სწავლის პროცესში:

  • როგორ ხდება სწავლის პროცესის წარმატების იდენტიფიცირება და შეფასება?
  • როგორ გამოიყენება მოსწავლის თვითშეფასება და სხვების შეფასება?
  • როგორ, როდის და ვისთან განვიხილავ  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებისას მიღებულ  გამოცდილებას?
  • მონაწილეობის რა შესაძლებლობებს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს?
  • როგორ ვაკავშირებ ჩემი მოსწავლეების წარმატებასა და მარცხს სწავლების ჩემ მიერ წარმოებულ პროცესთან?
  • როგორ განვსაზღვრავ, რამდენად წარმატებით ვართმევ თავს სწავლებას და როგორ ვსწავლობ მე, როგორც მასწავლებელი?