სავარჯიშო 7.2. – ჩემი მოსაზრებები დიქტატურაზე

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 7.2. – ჩემი მოსაზრებები დიქტატურაზე
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეებს შეუძლიათ, განსაზღვრონ და იმსჯელონ დემოკრატიისა და დიქტატურის ელემენტებზე.

მოსწავლეები ირჩევენ ღირებულებებს და ცდილობენ, მსჯელობით განამტკიცონ თავიანთი არჩევანის მართებულობა.

რესურსები პოსტერი და მარკერები ან დაფა და ცარცი.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, განსაზღვრონ დიქტატურის მახასიათებელი ნიშნები.

    მოსწავლეების მიერ შედგენილ ჩამონათვალში შესაძლოა შევიდეს შემდეგი ნიშნები:

  1. – ანტისემიტიზმი – ქალის როლი, რომელიც მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელებით შემოიფარგლება
    – ეთნიკური წმენდა – სექსუალურ უმცირესობათა განდევნა საზოგადოებიდან
    – წამება – ხელისუფლებისადმი მორჩილება
    – პირობების დაყენება – ზეწოლა დაქვემდებარების მიზნით
    – ხელისუფლების, ინდივიდუალური პირების ან სამხედრო ხელისუფლების კულტი – მოთხოვნა, გყავდეს მმართველი და წინამძღოლი
    – კრიტიკის გაიგივება დამანგრეველ ძალასთან – უმცირესობათა დევნა
  2. მოსწავლეები ჩამონათვალის მიხედვით პასუხობენ კითხვას: „მსგავსი სიტუაცია რამდენად მოახდენს გავლენას ჩემზე?“
  3. მოსწავლეები დიქტატურის მახასიათებლებს ალაგებენ გრადაციის მიხედვით, ასახელებენ რა პირველ რიგში იმ მახასიათებლებს, რომლებიც, მათი თვალსაზრისით, ყველაზე მეტად შეეხება მათ.

გაგრძელება და ვარიანტი

დიქტატურის მახასიათებლები შეიძლება დავუკავშიროთ მაგალითებს გაზეთებიდან, ფილმებიდან ან ლიტერატურული ნაწარმოებებიდან.

მსგავსი სავარჯიშოს შესრულება შესაძლებელია დემოკრატიის თემაზე.