ინსტრუმენტი 11: პრეზენტაციების მომზადება და გაკეთება

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 11: პრეზენტაციების მომზადება და გაკეთება

სკოლაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, სიტყვით წარსდგეთ თანაკლასელთა, მშობლების, ან სხვა მოსწავლეების წინაშე. ყველა შემთხვევაში, საჭიროა კარგად მოამზადოთ სიტყვა, რომლითაც გეგმავთ გამოსვლას. ქვემოთ მოცემული რჩევები ამაში დაგეხმარებათ.

სიტყვის გამოსვლისათვის მზადება და მისი დაგეგმვა

1. ვინ იქნება მსმენელის როლში?
  • სად უნდა გაიმართოს სიტყვით გამოსვლა?
2. ვინ წარსდგება სიტყვით აუდიტორიის წინაშე?
  • მარტო უნდა წარსდგე სიტყვით თუ ჯგუფთან ერთად?
  • როგორ უნდა მოხდეს ჯგუფის ორგანიზება?
3. რა არის სიტყვით გამოსვლის მიზანი?
  • რას შეიტყობს ახალს წარმოთქმული სიტყვიდან დამსწრე საზოგადოება?
  • გულისხმობს თქვენი გამოსვლა, მსმენელთა მხრიდან გაჟღერებულ  კითხვებზე პასუხს ან მათი მხრიდან კომენტარებს?
4. რა დრო უნდა დაეთმოს სიტყვით გამოსვლას?
  • უნდა გაითვალისწინოთ დრო აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად?
  • უნდა გაითვალისწინოთ დრო აუდიტორიის მხრიდან გაკეთებული კომენტარების მოსასმენად?
5. რა რესურსებია ხელმისაწვდომი?
  • დაფა?
  • პროექტორი?
  • კომპიუტერი და პროექტორი PowerPoint-ში მომზადებული პრეზენტაციისათვის?
  • პოსტერი (ფლიპჩარტი)?
  • სტერეოდანადგარი?
6. როგორ უნდა შეძლო აუდიტორიის ყურადღების დაპყრობა?
  • მიეცით აუდიტორიას საშუალება, დასვან კითხვები.
  • გამოსასვლელ სიტყვაში ჩართეთ კითხვები და თავსატეხები.
  • საშუალება მიეცით აუდიტორიას, ერთმანეთს გადასცენ და დაათვალიერონ  თემასთან დაკავშირებული რაიმე საგანი.
7. რისი თქმა გსურს?
  • მოიფიქრეთ სამიდან ექვსამდე ქვესათაური, რომელიც უკავშირდება თქვენს სასაუბრო თემას და დაწერეთ ისინი ცალ-ცალკე ფურცელზე.
  • თითოეულ ფურცელზე ქვესათაურის ქვეშ ჩამოწერეთ ის ძირითადი, საკვანძო სიტყვები და ფრაზები, რომლებზეც ააგებთ თქვენს სიტყვას.

სიტყვით გამოსვლა

პრეზენტაცია შეიძლება გაიყოს რამდენიმე ნაწილად: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნითი ნაწილი. ქვემოთ მოცემული მოსაზრებები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს სიტყვით გამოსვლას მოწონება ხვდეს წილად.

1. შესავალი
  • პრეზენტაცია დაიწყეთ შესაბამისი ციტატით, ან თემასთან დაკავშირებული სურათის ან საგნის ჩვენებით.
  • მოკლედ გააცანით აუდიტორიას თქვენი საუბრის თემა.
  • აუხსენით მათ თქვენი გამოსასვლელი სიტყვის სტრუქტურა.
2. ძირითადი ნაწილი
  • გააცანით აუდიტორიას თქვენი საუბრის თემა.
  • დაალაგეთ წინასწარ მომზადებული ფურცლები, ზედ დატანილი სასაუბრო თემის ქვესათაურებით და ინფორმაციით, რიგითობის მიხედვით.
  • სიტყვა წარმართეთ ამ ქვესათაურების მიხედვით.
  • ყოველ ჯერზე, როდესაც საუბარს იწყებთ ახალი ქვესათაურით, აცნობეთ ამის შესახებ აუდიტორიას სურათის გამოყენებით ან მოკლე განმარტებით.
  • თითოეული ქვესათაურით გათვალისწინებულ საკითხზე გადასვლისას გამოიყენეთ შესაბამისი სურათი, საგანი ან მუსიკალური ჩანართი.
  • მოიფიქრეთ, როგორ უნდა აჩვენოთ სურათები – მაგალითად, ჩამოატაროთ იგი მსმენელებს შორის, სლაიდზე გამოსახოთ თუ პოსტერზე გააკრათ.
3. დასკვნა
  • გააცანით აუდიტორიას, რა წარმოადგენდა თქვენთვის სიახლეს.
  • გააცანით აუდიტორიას, რა ისწავლეთ.
  • უჩვენეთ აუდიტორიას ბოლო სურათი.
  • დაუსვით კითხვები თანაკლასელებს.
  • დაუთმეთ დრო აუდიტორიას, რათა დასვან კითხვები.