ინსტრუმენტი 14: წარმოდგენის დადგმა

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 14: წარმოდგენის დადგმა

ინსცენირება საუკეთესო საშუალებაა ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დასაკვირვებლად. სცენის შექმნა შესაძლებელია სურათების, მუსიკალური ნაწარმოების ან საგნების გამოყენებით. სიტუაციის ინსცენირებისას, საჭიროა გარკვეული როლის თამაში. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა განიცადო ის, რასაც სხვა განიცდის და იმოქმედო შესაბამისად. წარმოდგენის დასასრულს, ყველა დაფიქრდება იმაზე, რომელი სცენა იყო „რეალური“ და რომელი – წარმოსახვითი.

„თავისუფალი“ წარმოდგენა

  • ჩამოწერეთ ძირითადი საკვანძო სიტყვები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციასთან არის დაკავშირებული.
  • გადაინაწილეთ როლები და განსაზღვრეთ, რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც თითოეული როლის შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს.
  • მოიმარაგეთ ყველა საჭირო მასალა.
  • გაიარეთ რეპეტიცია.
  • მოამზადეთ სცენა.
  • გამართეთ წარმოდგენა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ განიხილეთ შემდეგი დეტალები:

  • რა იხილეთ?
  • ყველასათვის ყველაფერი გასაგები იყო?
  • რა მოგეწონათ წარმოდგენაში ყველაზე მეტად?
  • თქვენი აზრით, აკლდა რაიმე წარმოდგენას?
  • რა იყო მცირედით გაზვიადებული?
  • რა კითხვები გვაქვს წარმოდგენის შინაარსთან დაკავშირებით?

წარმოდგენის დადგმა ტექსტის მიხედვით

წაიკითხეთ მოთხრობა ერთობლივად და შექმენით სცენები:

  • ვინ იყვნენ მონაწილე პერსონაჟები? სად ვითარდებოდა მოვლენები?
  • როგორ გაართვეს პერსონაჟებმა თავი სიტუაციას? რას ამბობდნენ ისინი?
  • როგორი რეაგირება ჰქონდათ სხვებს?
  • როგორ დასრულდა მოთხრობა?
  • შეთანხმდით, რამდენი სცენისაგან უნდა შედგებოდეს წარმოდგენა.
  • გადაინაწილეთ როლები. რა კოსტიუმები იქნება საჭირო?
  • გაიარეთ რეპეტიცია.
  • წარმოდგენა შეაფასეთ თქვენს თანაკლასელებთან ერთად.

წარმოდგენის დადგმა სურათის მიხედვით

  • მოიძიეთ სურათი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია წარმოდგენის დადგმა.
  • წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სურათზე.
  • შეაგროვეთ მოსაზრებები: როგორ ცხოვრობენ სურათზე გამოსახული ადამიანები? რა ანიჭებთ მათ სიხარულს? რა ჰგვრით სევდას?
  • შექმენით წარმოდგენა სურათის მიხედვით და ჩაინიშნეთ ძირითადი, საკვანძო სიტყვები თითოეული სცენისათვის.
  • შეთანხმდით, რამდენი სცენისაგან უნდა შედგებოდეს წარმოდგენა.
  • გადაინაწილეთ როლები და განსაზღვრეთ, რა არის ის მნიშვნელოვანი, რაც თითოეული როლის შემსრულებელმა უნდა გაითვალისწინოს.
  • გაიარეთ რეპეტიცია.
  • მოამზადეთ სცენა და მოიწვიეთ მაყურებელი.
  • წარმოდგენა შეაფასეთ თქვენს თანაკლასელებთან ერთად.