მასალა მოსწავლეებისთვის 5.4: პროცედურები კონფერენციისთვის – ვერსიის პროექტი

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 5.4: პროცედურები კონფერენციისთვის – ვერსიის პროექტი

შეთანხმება პროცედურებზე

  1. საზოგადოება ამტკიცებს პროცედურათა პროექტს კენჭისყრის საფუძველზე, 50% ან მეტი ხმის მიღებით.
  2. თუ პროექტში ცვლილების თაობაზე შემოთავაზება არ არის, მისი დამტკიცება შესაძლებელია ერთჯერადი კენჭისყრით. ცვლილებების შეტანაზე იმართება ცალკე კენჭისყრა.

თავმჯდომარე

  1. 3საზოგადოება ერთ თავის წევრს ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარედ. თავმჯდომარეს აქვს პროექტზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, მაგრამ შეუძლია უარი თქვას მომხსენებლის ფუნქციის შესრულებაზე (წესი # 5).

საბოლოო განაცხადის გაკეთება

  1. 4. საზოგადოების წევრები ხელის აწევით ადასტურებენ თუ რომელ პროექტს უჭერენ მხარს. ისინი ქმნიან პარტიებს, რომელიც ლობირებას გაუწევს მათ პროექტს.
  2. მომხსენებელი არაუმეტეს 2 წუთის განმავლობაში გამოდის საკუთარი პარტიის სახელით და პარტიის ინტერესების დასაცავად.
  3. კენჭისყრის პროცესში დებატები წყდება

ხმის მიცემის პროცედურა

  1. ხმის მიცემა: საზოგადოების წევრები პროექტს ამტკიცებენ კენჭისყრის საფუძველზე. ყველა ხმას თანაბარი ძალა აქვს. კენჭისყრა წარმოებს ხელის აწევით.
  2. ორ ეტაპიანი გადაწყვეტილება: კენჭისყრა პროექტზე მიმდინარეობს ორ რაუნდად.
    8.1 პირველი რაუნდი: საზოგადოების წევრები ხმას აძლევენ ერთ–ერთ პროექტს.
    8.2 მეორე რაუნდი: ორი პროექტი, რომელმაც დააგროვა ხმების უმეტესობა, ხელმეორედ დგება კენჭისყრაზე. საზოგადოება ამტკიცებს იმ პროექტს, რომელიც მიიღებს ხმების უმრავლესობას.
    8.3 თუ ორივე პროექტი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადაწყვეტილება შეჩერებულია განმეორებით კენჭისყრამდე.

დოკუმენტაცია და ავტორიზაცია

  1. პროექტის დოკუმენტის შემდგენი დოკუმენტის ბოლოში სვამს თარიღს და დაიტანს კონფერენციის ადგილის სახელწოდებას.
  2. საზოგადოების ყველა წევრი ხელს აწერს დოკუმენტს.