მასალა მასწავლებლებისთვის 6.1 პოლიტიკური ციკლის მოდელის ილუსტრირება – როგორ შეგვიძლია შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა?

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 6.1 პოლიტიკური ციკლის მოდელის ილუსტრირება – როგორ შეგვიძლია შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა?
ცნებები და ძირითადი კითხვები შენიშვნები

0. თემა

რა არის საკითხის არსი?

როგორ შეგვიძლია შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა?

1. პრობლემა

ვინ ადგენს დღის წესრიგს?

რაში მდგომარეობს პრობლემა?

ეთანხმება ყველა მონაწილე პრობლემის განმარტებას?

შინაგან საქმეთა მინისტრი: ავტოსაგზაო შემთხვევათა სიმრავლე. ახალგაზრდა  მძღოლები – გამოუცდელი, დაუდევარი. ყველა ასაკის მამრობითი სქესის მძღოლი – ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება.

ავტომობილისტთა კლუბი: გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიმრავლე; გადასახადები არ ხმარდება საგზაო ქსელის გაუმჯობესებას.

გარემოს დამცველები: ნახშირორჟანგის ემისია მატულობს, საწვავის მარაგი იწურება და შესაბამისად საწვავი ძვირდება – მხარს უჭერენ ავტოტრანსპორტის ალტერნეტივების შემოტანას.

2. დებატები

ვინ მონაწილეობს პროცესში?

რაში მდგომარეობს მონაწილეთა ინტერესები, რა წარმოადგენს მათ ღირებულებებს?

ყველა თანხმდება, რომ საჭიროა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა. მაგრამ საკითხის განხილვისას თავს იჩენს განსხვავებული ინტერესები და მიზნები:

მინისტრს სურს მიიღოს ზომები დაუდევარ მძღოლთა წინააღმდეგ.

ავტომობილისტებს სურთ ავტომობილთა მძღოლებს უკეთესი პირობები ჰქონდეთ.

გარემოს დამცველები გლობალური დათბობის გამო გამოთქვამენ შეშფოთებას.

3. დისკუსია

რას ვიღებთ შედეგად?

მიენიჭა პრიორიტეტი გარკვეულ ინტერესებს, თუ გადაწყვეტილება კომპრომისის საფუძველზე იქნა მიღებული?

მთავრობას შემოაქვს ორი კანონპროექტი:

მაღალი ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ალკოჰოლის დასაშვები ზღვარის შემცირება; მეტი კონტროლი სატრანსპორტო მოძრაობაზე.

ოთხი სავალი ნაწილისგან შემდგარი გზატკეცილები ხუთ წელიწადში.

4. განხორციელება

როგორ ხორციელდება გადაწყვეტილება?

ვინ არის ამ პროცესში ჩართული ან  მასზე პასუხისმგებელი?

ხომ არ წარმოქმნის ეს გადაწყვეტილება პრობლემებს ან კონფლიქტებს?

სატრანსპორტო მოძრაობის მეტი კონტროლი, განსაკუთრებით საღამოობითა და კვირის ბოლოს.

დაგეგმილია გზატკეცილების გაფართოვება და გაუმჯობესება, სამუშაოები დაწყებულია.

5. მოსაზრებები

რომელი პირები, დაინტერესებული ჯგუფები და ა.შ. უჭერენ მხარს ან აკრიტიკებენ შედეგებს?

რა შეადგენს მათ ღირებულებებს, იდეოლოგიასა და ინტერესებს?

ავტომობილისტები მიესალმებიან სამშენებლო გეგმას, არ იზიარებენ კონტროლთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას (ჯარიმები იზრდება –იზრდება ხარჯები).

გარემოს დამცველები იმედგაცრუებულები არიან. მართავენ დემონსტრაციებს დედაქალაქში. განიხილავენ საკითხს ახალი მწვანეთა პარტიის დაარსების შესახებ.

6. რეაქცია

როგორ რეაგირებენ ცალკეული პირები და როგორია საერთო რეაქცია?

ძალაუფლებისა და ზეწოლის განხორციელების რა საშუალებებს ფლობენ ისინი?

გარემოს დამცველები მართავენ დემონსტრაციებს დედაქალაქში. განიხილავენ საკითხს ახალი მწვანეთა პარტიის დაარსების შესახებ.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ გზატკეცილებზე შეფერხებების გამო.

მინისტრი აცხადებს, რომ გასული 12 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 15 %–ით შემცირდა – ამტკიცებს, რომ შედეგები და წარმატება  მის მიერ არჩეული პოლიტიკის მართებულობაზე მეტყველებს.

7. ახალი პრობლემა ან პოლიტიკური ციკლის დასასრული

წამოიჭრა ახალი დავა პოლიტიკური დღის წესრიგის შედგენის შესახებ?

განხილვის საგანს ახალი თუ ისევ ძველი პრობლემა წარმოადგენს?

მიღებულმა გადაწყვეტილებამ მოგვცა საშუალება დაგვესრულებინა პროცესი?

მინისტრი: აღარ არის საჭირო სხვა ზომების მიღება. დააკვირდით მოვლენების განვითარებას, განიხილეთ ბოლო 12 თვის მონაცემები.

გარემოს დამცველები: ნახშირორჟანგის ემისიის დონემ კატასტროფული მატება განიცადა.

ლუდის მწარმოებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ: მათი პროდუქციის გასაღება/რეალიზაცია 10%–ით შემცირდა. სამუშაო ადგილების შემცირების რისკი გაიზარდა.

მრეწველობა მოითხოვს გზის მშენებლობის გეგმის დაჩქარებას.