1. წინასიტყვაობა

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა

მოსწავლეებში სწავლის პროცესების ინიცირება და ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ამოცანას წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს საკმარისად ნათლად არა აქვს გაცნობიერებული, თუ სწავლის რა პროცესებია ჩართული მის (მასწავლებლის და/ან მასწავლებლისა და მოსწავლეების) მიერ დასახული სწავლის მიზნების მიღწევაში, შეუძლებელი იქნება სწავლების საშუალებების, სწავლების გარემოს, სწავლის აქტივობების, ამოცანებისა და მუშაობის მეთოდების სათანადოდ დაგეგმვა. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პირობებში, მოცემული საშუალებები, შესაძლებელია, სრულიად განსხვავებული იყოს და მას, ვინც საკმაო დროს დაუთმობს და ძალისხმევას არ დაზოგავს იმის ძიებაში, თუ ინდივიდუალური მოსწავლისათვის რა წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას და გზას შესწავლის პროცესის წარმატებით გახორციელებაში, ამ სფეროში შეუძლია ექსპერტის ფუნქცია შეასრულოს.