მასალა მოსწავლეებისთვის 3.3: პოლიტიკური პარტიის დაფუძნება

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 3.3: პოლიტიკური პარტიის დაფუძნება

1. დღის წესრიგის პროექტი

  1. აირჩიეთ თავმჯდომარე, მომხსენებელი, მენეჯერი და ორი საქმის მწარმოებელი (იხ. ქვევით მოცემული ინსტრუქციები როლების გადანაწილებაზე).
  2. შეთანხმდით დღის წესრიგის პროექტზე – შესწორებებით ან მის გარეშე (კენჭისყრის საფუძველზე).
  3. რა მიზნით გავერთიანდით?
    • რა არის ჩემთვის პრიორიტეტული? ყველა მოსწავლე საუბრობს მისთვის პრიორიტეტულ საკითხზე. არ ხდება მათი განხილვა./li>
  4. განვსაზღვრავთ ჩვენი პარტიის პოლიტიკურ პროფილს:
    • რა არის ჩვენი პოლიტიკური თვალთახედვა? გვინდა მივიღოთ ოთხი ძირითადი თვალთახედვიდან ერთ–ერთი? თუ ვერ ვაკეთებთ არჩევანს? გვჭირდება ჩამოვაყალიბოთ ახალი თვალთახედვა?
    • რა არის ჩვენი ძირითადი საზრუნავი? მაგალითად, გვაღელვებს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ბედი? ან რომელიმე მწვავე პრობლემა ან საკითხი? რა დონეზე მოგვიწევს მუშაობა – ადგილობრივ, ეროვნულ, საერთო ევროპულ თუ გლობალურ დონეზე?
    • რას დავარქმევთ ჩვენს პარტიას? რომელი სახელწოდება ესადაგება ჩვენ პროფილს ყველაზე მეტად? (ფურცელზე დატანილი სახელწოდება მოათავსეთ თქვენს მაგიდაზე ან თქვენს უკან კედელზე).
  5. მიზნები: რა არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული? გვაქვს თუ არა შემდგომი მიზნები?
  6. სტრატეგია: როგორ მოვიპოვოთ მხარდაჭერა?
    • ვინ იზიარებს ჩვენს მიზნებს – ვინ იზიარებს ჩვენს თვალთახედვას?
    • რა დათმობაზე შეგვიძლია წასვლა? რას ვერ დავთმობთ?

2. ინსტრუქციები როლების გადანაწილებაზე

თავმჯდომარე

დემოკრატიულ საზოგადოებაში ორგანიზაციები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები, უნდა ფუნქციონირებდნენ, როგორც დემოკრატიული მიკროსაზოგადოებები (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 3.1) თქვენი ამოცანაა, დარწმუნდეთ, რომ შეხვედრის დროს პროცედურები და ადამიანის უფლებები დაცულია, მაგალითად ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.

თქვენ პასუხისმგებელი ხართ შეხვედრის დღის წესრიგზე. თუ დისკუსია ჩიხში შედის, რადგან ერთდროულად განიხილება რამდენიმე საკითხი, თქვენ ამის შესახებ აცნობებთ თქვენს გუნდს და მოუწოდებთ, მათ იმ თანმიმდევრობით განიხილონ საკითხები, რომელსაც თქვენ სთავაზობთ.

მომხსენებელი და საქმის მწარმოებლები

თქვენ წარმოადგენთ დამაკავშირებელ რგოლს თქვენს პარტიასა და საზოგადოებას შორის, რომელიც პასუხისმგებელია მასზედ, რომ „პროდუქტი“, რომელსაც თქვენი პარტია „აწარმოებს“, მისაღები იქნება საზოგადოებისთვის და კარგად „გაიყიდება“ – თქვენი პარტიის სახელწოდება, თქვენი მიზნის ან მიზნების შესახებ გაკეთებული განცხადება. შეძლებს თუ არა საზოგადოება გაგიგოთ თქვენ? მისაღები და მოსაწონი იქნებით საზოგადოებისთვის?

თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი პარტია მესამე გაკვეთილზე დაგეგმილ საჯარო თავშეყრაზე. სცადეთ, მიმართოთ მოსწავლეებს, რომლებიც ჯერ არ გაწევრიანებულან თქვენ პარტიაში და სცადეთ გადმოიბიროთ სხვა პარტიის წევრები, განსაკუთრებით ისინი, ვინც თქვენს თვალსაზრისს ნაწილობრივ მაინც იზიარებს. ჰკითხეთ მასწავლებელს, რამდენი დრო გაქვთ ამისთვის.

ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა გზით განახორციელონ საქმის მწარმოებლებმა და პარტიის წევრებმა პარტიის რეკლამირება, მაგ. ფლაერებისა ან პოსტერების შექმნით. ჰკითხეთ მასწავლებელს რა მასალის გამოყენება შეგიძლით, ან თვითონ მოიმარაგეთ მასალა.

მენეჯერი

თავმჯდომარე პასუხისმგებელია უზრუნველყოს პროცესების დემოკრატიულად წარმართვა, თქვენი ფუნქციაა უზრუნველყოთ პროცესების ქმედითუნარიანობა. თქვენ უნდა აკონტროლოთ დრო, რომელსაც თქვენი პარტია შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს უთმობს და უზრუნველყოთ პროცესების დროული განხორციელება.

რჩევა: შეხვედრის დაწყებამდე შესთავაზეთ დღის წესრიგზე დამატებითი დრო. ჩაერიეთ, თუ მიიჩნევთ რომ თქვენი ჯგუფი დიდ დროს ანდომებს ერთი საკითხის განხილვას და შესთავაზეთ მათ დღის წესრიგში ცვილებების შეტანა. ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს, ხოლო თქვენ აწვდით მათ ვარიანტებს.