მასალა მოსწავლეებისთვის 9.1: კედლის გაზეთის შექმნა – ვაკეთებთ არჩევანს

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 9.1: კედლის გაზეთის შექმნა – ვაკეთებთ არჩევანს

მითითებები დავალების შესასრულებლად

თქვენ უნდა გამოუშვით კედლის გაზეთი. ამ სამუშაოსთვის მზადება დაიწყეთ იდეების მოძიებით. რა სტატიები, სურათები და რომელი ამბების გაშუქება შეგიძლიათ შესთავაზოთ თანაგუნდელებს? მოიფიქრეთ, როგორ დაასაბუთოთ თქვენი შეთავაზება, რადგან ეს დაგეხმარებათ საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე გამართულ დიკუსიაში, დაარწმუნოთ თქვენი თანაგუნდელები თქვენი არჩევანის მართებულობაში.

რა უნდა გავითვალისწინოთ
(კრიტერიუმები)1. გასაშუქებლად  ვარგისიანობა

რაში განაპირობებს მოვლენის, ამბის, მნიშვნელობას?

შეიცავს ამბავი მნიშვნელოვან ან ისეთ ინფორმაციას, რომელიც უნდა იცოდეს თქვენმა მკითხველმა?

2. მოწინავე სტატია

მოწინავე სტატია უნდა იყოს მიმზიდველი, რათა დააინტერესოს პოტენციური მკითხველი.

შეგიძლიათ მოწინავე სტატიას მიმზიდველობა შესძინოთ ფოტოს დართვით?

3. ფოტოები

გაითვალისწინეთ, უმჯობესია ფოტო მოკლე ტექსტით, ვრცელი ისტორიის ნაცვლად.

4. ბალანსირებული მასალა

მაგალითები:

ნაცნობი/უცნობი

დადებითი/უარყოფითი

სენსაციური ამბები/საინტერესო ამბები

წარმატების ისტორიები/კონფლიქტის შესახებ ისტორიები

 

თქვენი წინადადება დასაბუთება
1. მოწინავე სტატია                                 
2. სხვა სტატიები
3. მთავარი სტატია (კომენტარი) – რა მოვლენაზე?
4. ფოტოები – რა მოვლენაზე?
5. ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენები და თემები – რისი გამოტოვება შეგვიძლია?

წყარო: მედიაწიგნიერების ცენტრი (2005 წელი), ხუთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მსოფლიო, გაკვეთილი 1გ, გვ. 21 მიხედვით; www.medialit.org