4. ილუსტრირებული ბავშვთა უფლებები (ბავშვთა უფლებების ბარათები)

Living Democracy » Textbooks » 4. ილუსტრირებული ბავშვთა უფლებები (ბავშვთა უფლებების ბარათები)

თავდაპირველად ბავშვის უფლებები პირველ რიგში წარმოადგენდა სამართლებრივ დოკუმენტს. თუმცა სასკოლო კონტექსტიდან გამომდინარე ნათელია, რომ თითოეული მუხლი უნდა იქნეს გაგებული და განმარტებული სამიზნე ჯგუფის პერსპექტივიდან. ბავშვის უფლებათა ბარათები ეხმარება მოსწავლეებს ამ უფლებების გააზრებასა და გამოყენებაში. ბარათები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახით. იხილეთ ვარიანტები:

  • ილუსტრაცია და ტექსტი დაჭერით ცალ-ცალკე და ერთმანეთს მიაწებეთ, რათა მიიღოთ ორმაგი ბარათები. ამ გზით შექმნით ფლეშ ბარათს და მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი ან თანაკლასელების ცოდნის შემოწმებას.
  • ილუსტრაცია და ტექსტი დაჭერით და მოამზადეთ მეხსიერების ბარათები. ამ გზით, თამაშის დროს მოსწავლეები გაეცნობიან ბავშვთა უფლებებს.
  • ილუსტრაციები შეგიძლიათ დაჭრათ და დააჯგუფოთ სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით:
    • დააჯგუფეთ ოთხი კრიტერიუმის მიხედვით (მონაწილეობა: მონაწილეობის მიღების უფლება, პოტენციალის შესრულება: პიროვნული განვითარების უფლება, კეთილდღეობის უფლება: სიცოცხლის უფლება, ზიანისგან დაცვის უფლება: დაცვის უფლება).
    • დააჯგუფეთ პერსონალური ღირებულებების კატეგორიების მიხედვით: რა არის მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში? რომელი კითხვები ესადაგება ჩემს ქვეყანას, ჩემს საზოგადოებას/თემს, ჩემს სკოლას?
    • ანალოგიური თემების საილუსტრაციოდ გამოიყენეთ ილუსტრაციები ჟურნალ-გაზეთებიდან ამოღებული სტატიებიდან.
    • ილუსტრაციები შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეების შთაგონებისათვის, რათა მათ შექმნან საკუთარი ილუსტრაციები ბავშვთა უფლებების შესახებ.
  • ბავშვებს შეუძლიათ ასევე დიდ ფორმატზე გადაიტანონ და გააფერადონ ილუსტრაციები (შემდგომში ჩარჩოშიც კი ჩასვან). ამგვარი ილუსტრაციები დაამშვენებს საკლასო ოთახებს და სკოლის დერეფნებს.
  • შესაძლებელია ასევე ილუსტრაციების და პირადი გამოცდილების მოკლე აღწერილობის კომბინირება და მცირე ზომის ბროშურების გამოშვებაც.

V5_P87ART1

მუხლი 1

ბავშის განმარტება

ბავშვად ითვლება ადამიანი 18 წლამდე.

 

 

 

V5_P87ART2

მუხლი 2

დისკრიმინაციის დაუშვებლობა

წინამდებარე კონვენციაში შესული უფლებები ვრცელდება ყველა ბავშვზე განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობისა.

V5_P87ART3

მუხლი 3

ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესები

ყველა გადაწყვეტილებისა და მოქმედების დროს, უწინარეს ყოვლისა, დაცული უნდა იყოს ბავშვთა ჭეშმარიტი ინტერესები.

V5_P87ART4

მუხლი 4

უფლებების განხორციელება

ყველა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების განხორციელება.

V5_P88ART5

მუხლი 5

მშობლების პატივისცემა

სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ყველა იმ ადამიანის უფლებას, რომელიც ბავშვის აღზრდაში მონაწილეობს, რათა მათ იხელმძღვანელონ, თუ როგორ ისარგებლონ ბავშებმა უფლებებით. (სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშობლის, ოჯახის წევრის ან/და კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და მოვალეობები.)

V5_P88ART6

მუხლი 6

სიცოცხლისა და განვითარების უფლება

ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება. აგრეთვე, სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს სიცოცხლის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენებით.

V5_P88ART7

მუხლი 7

სახელი, გვარი და ეროვნება

ყველა ბავშვს დაბადებისთანავე უფლება აქვს, ქონდეს სახელი, გვარი და მოქალაქეობა. ასევე, უფლება, იცნობდეს საკუთარ მშობლებს და იზრდებოდეს მათ გარემოცვაში, მათი მზრუნველობის ქვეშ.

V5_P88ART8

მუხლი 8

პიროვნულობის შენარჩუნება

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენილი მათი პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი და გვარი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები.

V5_P89ART9

მუხლი 9

მშობლებისგან დაშორება

ყველა ბავშვს უფლება აქვს, იცხოვროს მშობლებთან ერთად და არ იყოს მათგან დაშორებული გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი დაშორება აუცილებელია მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ბავშვებს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ ნებისმიერი სასამართლო მოსმენისა და საქმის განხილვის პროცესზე, რომელიც მშობლებისაგან დაშორების საქმეს ეხება. თუ მშობლებისაგან დაშორების გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, მანვე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მშობლების ადგილსამყოფელის შესახებ.

V5_P89ART10

მუხლი 10

ოჯახური კავშირების აღდგენა

საჭიროების შემთხვევაში, ყველა ბავშს უფლება აქვს, დატოვოს ან დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში, რათა იცხოვროს საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად.

V5_P89ART11

მუხლი 11

ბავშვების გატაცება და დაკავება

სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ბავშვების გატაცება და ქვეყნიდან მათი არალეგალური გაყვანა, მშობლების ან სხვა პირების მიერ.

V5_P89ART12

მუხლი 12

საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება

ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი შეხედულებები იმ საკითხების შესახებ, რომლებიც მას ეხება, განსაკუთრებით ნებისმიერ სასამართლო პროცესზე ან ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი საქმის განხილვისას, რომელიც მას ეხება. ზრდასთან ერთად, ბავშვის შეხედულებები სულ უფრო და უფრო უნდა იყოს გათვალისწინებული.

V5_P90ART13

მუხლი 13

გამოხატვის თავისუფლება

ყველა ბავშვს უფლება აქვს, თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი და, ასევე, მიიღოს და გასცეს ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ზეპირი ან ბეჭდური ფორმით ან ხელოვნების ნიმუშის სახით. მისი პასუხისმგებლობაა, საკუთარი აზრი გამოვთქვას ისე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებსა და რეპუტაციას.

V5_P90ART14

მუხლი 14

სინდისის და რელიგიური რწმენის თავისუფლება

ყველა ბავშვი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიური რწმენის თავისუფლებით. სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს მშობლებისა და მეურვეების უფლებებს, ბავშის მიერ ამ უფლებებით სარგებლობის შემთხვევაში.

V5_P90ART15

მუხლი 15

გაერთიანებების ჩამოყალიბების თავისუფლება

ყველა ბავშვის უფლებაა, გაერთიანდეს სხვებთან და შექმნას საკუთარი გაერთიანებები. მათი პასუხისმგებლობაა, ისარგებლოს ამ უფლებით ისე, რომ პატივი სცეს სხვა ადამიანების უფლებებს და დაიცვას მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

V5_P90ART16

მუხლი 16

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება

ყველა ბავშვს აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან პირადი კორესპონდენციის საიდუმლოების უფლება. მათ ასევე აქვთ უფლება, შელახვისაგან იყოს დაცული მათი ღირსება და რეპუტაცია.

V5_P91ART17

მუხლი 17

შესაბამის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო წყაროთი გავრცელებული ინფორმაციისა და მასალის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ინფორმაციისა.

სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც შესაძლოა მისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

 

V5_P91ART18

მუხლი 18

მშობლებისა და მეურვეების პასუხისმგებლობა

მშობლები და მეურვეები ვალდებულები არიან, იზრუნონ ბავშის აღზრდაზე და ეს ვალდებულება მათ აკისრიათ უპირველეს ყოვლისა. თუ მშობლები ან მეურვეები მუშაობენ და დაკავებულები არიან, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მათ, რათა ბავშს არ მოაკლდეს სათანადო მზრუნველობა.

V5_P91ART19

მუხლი 19

ძალადობისგან დაცვა

ყველა ბავშვს უფლება აქვს დაცული იყოს მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ ექსპლუატაციისაგან. მას ასევე აქვს უფლება, იცოდეს, თუ როგორ აიცილოს თავიდან ამგვარი მოპყრობა და როგორ მოიქცეს მის მიმართ ამგვარი მოპყრობის გამოვლენის შემთხვევაში.

V5_P91ART20

მუხლი 20

მზრუნველობამოკლებული ბავშვები

თუ ბავშვი მოკლებულია ოჯახურ გარემოს, მას აქვს უფლება, ისარგებლოს სახელმწიფოს განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ბავშვის აღსაზრდელად მიბარება სხვა ოჯახის ან შესაბამისი დაწესებულებისათვის, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული და ენობრივი წარმომავლობა და თავისებურებები.

V5_P92ART21

მუხლი 21

შვილად აყვანა

იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვის შვილად აყვანა დაშვებულია, ბავშვის შვილად აყვანა უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით და ამ პროცესს უნდა ზედამხედველობდეს კომპეტენტური უწყება.

V5_P92ART22

მუხლი 22

ლტოლვილი ბავშვები

სახელმწიფომ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ლტოლვილ, სამშობლოდან დევნილ, ან ლტოლვილობის სტატუსის მიღების მოსურნე ბავშვებზე და, საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს მათ სათანადო დახმარება.

V5_P92ART23

მუხლი 23

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სპეციალური მზრუნველობით და მიიღოს სპეციალური განათლება, რათა შეძლოს საზოგადოებაში ღირსეულად და სრულყოფილად ცხოვრება.

V5_P92ART24

მუხლი 24

ჯანმრთელობა და სამედიცინო დახმარება

ყველა ბავშვს  უფლება აქვს ისარგებლოს უმაღლესი ხარისხის  სამედიცინო მომსახურებითა და დახმარებით. სახელმწიფო ვალდებულია, ებრძოლოს ბავშვთა სიკვდილიანობას, უზრუნველყოს ბავშვების სამედიცინო მომსახურება, სრულფასოვანი კვება და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო, დედებისათვის მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სათანადო მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საჭირო ინფორმაციის მიწოდება, პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარება და იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

V5_P93ART25

მუხლი 25

პირობების შემოწმება სპეციალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისათვის

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ბავშვი იმყოფება სპეციალური მეურვეობის ან მზრუნველობისა და მკურნალობის ქვეშ,  სახელმწიფო რეგულარულად უნდა ამოწმებდეს მის მდგომარეობას.

V5_P93ART26

მუხლი 26

სოციალური უსაფრთხოება

ყველა ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის  და სოციალური დაზღვევის პროგრამებით. სახელმწიფოს მიერ გაწეული დახმარება უნდა ითვალისწინებდეს არსებულ რესურსებს და მშობლებისა და მეურვეების მდგომარეობას.

V5_P93ART27

მუხლი 27

ცხოვრების პირობები

ყველა ბავშვს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობისათვის. მშობლები ან მეურვეები ვალდებულები არიან, შეუქმნან ცხოვრების ნორმალური პირობები და დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მშობლებს და მეურვეებს ამ პირობების შექმნაში.

V5_P93ART28

მუხლი 28

განათლება

ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაწყებითი განათლება იყოს სრულიად უფასო და სავალდებულო, ხოლო საშუალო და უმაღლესი განათლება იყოს ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მოვალეობაა უზრუნველყოს სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვა.

V5_P94ART29

მუხლი 29

საგანმანათლებლო მიზნები

სასკოლო განათლებამ უნდა განავითაროს თითოეული ბავშვის პირადი თვისებები და ნიჭი, მოამზადოს სრულწლოვანების ასაკისთვის და ხელი შეუწყოს რომ პატივისცეს ბავშვთა უფლებებს და საკუთარ და სხვათა კულტურას და ღირებულებებს.

V5_P94ART30

მუხლი 30

უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები

უმცირესობის წარმომადგენელ ბავშვს უფლება აქვს შეისწავლოს და პრაქტიკაში გამოიყენოს თავისი კულტურა, რელიგია და ენა.

V5_P94ART31

მუხლი 31

დასვენება და თამაში

ყველა ბავშვს უფლება აქვს დასვენების, თამაშის, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება.

V5_P94ART32

მუხლი 32

ბავშვთა შრომა

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან და ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას, აფერხებს  განათლების მიღების პროცესს და განვითარებას. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს პირისათვის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი, განსაზღვროს სამუშაო დღის ხანგრძლივობა და შრომის პირობები.

V5_P95ART33

მუხლი 33

ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან დაცვა

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს არალეგალური ნარკოტიკების ავადმოხმარებისაგან და მათ წარმოებასა და გავრცელებაში მონაწილეობისაგან.

V5_P95ART34

მუხლი 34

სექსუალური ექსპლუატაციისაგან დაცვა

ყველა ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისაგან, მათ შორის, პროსტიტუციისა და პორნოგრაფიულ მასალებში გამოყენებისაგან.

V5_P95ART35

მუხლი 35

დაცვა ვაჭრობს საგნად და ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევისაგან

სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა არ დაუშვას ბავშვის მოტაცება, ტრეფიკინგი ან გაყიდვა.

V5_P95ART36

მუხლი 36

ყველა სხვა სახის ექსპლუატაცია

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბავშვი ნებისმიერი იძულებითი ქმედებისაგან, რაც საზიანოა მისი განვითარებისათვის (მაგ: მათხოვრობა).

V5_P96ART37

მუხლი 37

დასჯა და უკანონო დაკავება

ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს წამებისაგან, არასათანადო მოპყრობის ან სასჯელისაგან და უკანონო დაკავებისაგან ან თავისუფლების შეზღუდვის სხვა ფორმებისაგან. სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდს არ შეიძლება დანაშაულისთვის შეეფარდოს სიკვდილით დასჯა და მუდმივი პატიმრობა. დაკავების შემთხვევაში ბავშვს უნდა ეპყრობოდნენ ჰუმანურად და მისი ღირსების შელახვის გარეშე, იგი განცალკევებული უნდა იყოს უფროსებისაგან და მას უნდა ჰქონდეს კავშირი ოჯახთან და უნდა სარგებლობდეს სამართლებრივი დახმარებით.

V5_P96ART38

მუხლი 38

ომი და შეიარაღებული კონფლიქტი

15 წლამდე ასაკის ბავშვები არ უნდა იყვნენ სამხედრო სამსახურში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ბავშვებზე, რომლებიც საომარ ზონაში ცხოვრობენ.

V5_P96ART39

მუხლი 39

რეაბილიტაცია და ინტეგრაცია

სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მკურნალობა, თუ იგი დაზარალდა შეიარაღებული კონფლიქტის, წამების, ან სასტიკი მოპყრობის დროს და იზრუნოს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოების ნორმალურ წევრად.

V5_P96ART40

მუხლი 40

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

ბავშვი, რომელიც კანონის დარღვევაშია ბრალდებული, სარგებლობს უფლებით, მისდამი მოპყრობა არ იყოს მისი ღირსების შემლახავი, ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ არ იქნება მიჩნეული დამნაშავედ, გაეცნოს მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, იყოს გასამართლებული სამართლიანად, დაცული იყოს მისი პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემა, გაასაჩივროს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მთავრობა ვალდებულია, განსაზღვროს პიროვნების ის მინიმალური ასაკი, რომლის მიღწევამდეც, ბავშვებს არა აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევის უნარი. აგრეთვე, ბავშვებისათვის, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, სახელმწიფო უნდა ითვალისწინებდეს  სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსების შემცვლელ სხვადასხვაგვარ ალტერნატიულ ღონისძიებებს.