4. სურათებისა და გამოსახულებების ინტერპრეტირება

Living Democracy » Textbooks » 4. სურათებისა და გამოსახულებების ინტერპრეტირება

ტექსტის მსგავსად, სურათიც მრავალ ინფორმაციას შეიცავს. შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ სურათის ინტერპრეტაციასა და მის აღქმა-გაგებაში.

ზოგადი ინფორმაცია სურათის შესახებ:

  • რომელი ფერებია გამოკვეთილი სურათზე?
  • რა ფორმები, ფიგურები და ხაზებია გამოკვეთილი და წინა პლანზე წამოწეული?
  • რა არის მასზე გამოსახული უფრო დიდი მასშტაბით, ან უფრო მცირე მასშტაბით, ნორმალურ ზომასთან შედარებით?
  • სურათზე გამოსახული საგანი ან პიროვნება სინამდვილეში რა ზომის არის?
  • ზოგადად დროის რა მონაკვეთია აღბეჭდილი სურათზე (წარსული, აწმყო) და წელიწადის რა დრო ან დღის რა მონაკვეთია მასზე აღბეჭდილი?
  • ვის ხედვას გამოხატავს სურათზე აღბეჭდილი მოვლენა (ბაყაყის თვალით დანახული, ფრინველის თვალით დანახული თუ ადამიანის თვალით დანახული?
  • რა არის შენთვის ნაცნობი ამ სურათზე?
  • რა ტიპის სურათია შენ წინაშე (სურათი, პოსტერი, ნახატი, ხეზე ამოტვიფრული, გრაფიკა, კოლაჟი, პორტრეტი, პეიზაჟი, კარიკატურა და ა.შ.)?
  • რა არის გაზვიადებული ან ხაზგასმული სურათზე (ნათელი/ბნელი, პროპორციები, წინა პლანი/უკანა პლანი, ფერები, მოძრაობა/უძრაობა, ჟესტები, სახის გამომეტყველება)?

სურათის აღქმა:

  • რა განსაკუთრებულობა ახასიათებს სურათს?
  • რა მოგწონს მასში?
  • როგორ დაახასიათებ სურათს?
  • რას გრძნობ, როდესაც ამ სურათს უყურებ?
  • სურათის რომელი მონაკვეთია ყველაზე ლამაზი?
  • რა სიტყვები მოგდის გონებაში, როდესაც სურათს უყურებ?

სურათის განხილვა:

  • აღწერეთ სურათი თქვენი საკუთარი სიტყვებით.
  • გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ქმნის სურათში აზრს, რა არის მასში განსაკუთრებული ან მნიშვნელოვანი.
  • დაუსვით ერთმანეთს კითხვები სურათთან დაკავშირებით.
  • მეცით ერთმანეთს მცირე დავალებები, როგორიცაა, მოძებნე, იპოვე, მაჩვენე, ამიხსენი …
  • იმსჯელეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რატომ იქნა შერჩეული ეს სურათები? რომელი სურათი ესადაგება და იძლევა დამატებით ინფორმაციას იმ ტექსტზე, რომელზეც არის დართული სურათები? რომელი სურათი ეწინააღმდეგება ტექსტში გამოთქმულ მოსაზრებას?

მუშაობა სურათზე:

  • შეარჩიეთ სურათი და დადგით ის სცენა, რომელიც გამოსახულია სურათზე.
  • წარადგინეთ პიროვნება, რომელიც გამოსახულია სურათზე.
  • გაცვალეთ სურათები და გააკეთეთ მათზე კომენტარი.
  • თქვენ ხელთ არსებული სურათი შეადარეთ ისტორიულ სურათებს.
  • ახსენით, ტექსტის რა ნაწილი დარჩებოდა თქვენთვის გაუგებარი, ტექსტს რომ არ ჰქონოდა დართული მოცემული სურათი?
  • ტექსტს დაურთეთ შესაბამისი სურათი.
  • შეადარეთ სურათები და შეაფასეთ ისინი. მოგწონთ? თუ არ მოგწონთ, რა არის ამის მიზეზი?
  • სურათის აღწერა წერილობითი ფორმით დაიტანეთ ფურცელზე.
  • იმსჯელეთ იმაზე, თუ რა მოვლენები ვითარდებოდა მანამ, სანამ მოხდებოდა ფოტოს გადაღება ან სურათის დახატვა.
  • დაფიქრდით, რა შეიძლება მოხდეს სურათი რომ გაცოცხლდეს.
  • დაურთეთ სურათს სასაუბრო ფანჯრები, შიგნით ჩაწერილი ტექსტით.
  • აღწერეთ სუნი ან ხმა, რომლის ასოციაციასაც იწვევს თქვენში სურათი.
  • მოიძიეთ სურათები იმავე თემაზე.

სურათის ინტერპრეტირება:

  • როგორ დაასათაურებდით სურათს?
  • სად იქნა გადაღებული ფოტო, ან სად იქნა დახატული სურათი?
  • რა სურს ფოტოგრაფს ან მხატვარს, გადმოგვცეს ამ სურათით?
  • რას ემსახურებოდა ამ ფოტოს გადაღება ან სურათის დახატვა?