თავი 7 (დაწყებითი სკოლა, 7კლასი) – ის რაც მე მინდა, იგივეა, რაც ის, რაც მე მჭირდება?

Living Democracy » Textbooks » თავი 7 (დაწყებითი სკოლა, 7კლასი) – ის რაც მე მინდა, იგივეა, რაც ის, რაც მე მჭირდება?

ა)   გაკვეთილის გეგმა

 

ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

გაკვეთილი 1

რა მსურს?

მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სურვილებს, ერთმანეთისათვის მათი გაზიარების საშუალებით.

სურათები მოსწავლეთა დასაწყვილებლად

გაკვეთილი 2

რა სჭირდებათ ადამიანებს?

რისი ქონა იქნებოდა კარგი?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ განასხვაონ ერთმანეთისაგან სურვილები და საჭიროებები და, აგრეთვე, ძირითადი საჭიროებები და მეორეხარისხოვანი საჭიროებები.

ძველი ჟურნალები; მაკრატლები; წებო; ცარიელი ფურცლები; ზონარი; სარჭი.

გაკვეთილი 3

რა არის სურვილები? რა არის საჭიროებები?

ჯგუფი ან კლასი თანხმდება 10 მნიშვნელოვან სურვილსა და საჭიროებაზე.

მოსწავლეების მიერ მომარაგებული მასალა.

გაკვეთილი 4

ბავშვთა უფლებები ესადაგება ჩვენ მიერ განსაზღვრულ სურვილებსა და საჭიროებებს?

მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს ადარებენ ბავშვთა უფლებებს და ამზადებენ პოსტერებს ბავშვთა საყოველთაო დღისათვის.

ბავშვთა უფლებების კონვენციის თითო ასლი თითო ჯგუფისათვის; დიდი ფორმატის ფურცელი.

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიგონ, თუ რას ეხება ადამიანისა და ბავშვის უფლებები, საჭიროა, გააცნობიერონ საკუთარი სურვილები და საჭიროებები. მათ კარგად უნდა იცოდნენ, რას ელიან მოცემულ მომენტში ცხოვრებისაგან. პირველ ეტაპზე, მოსწავლეები თავისუფლად საუბრობენ საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე და მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად რეალური თუ არარეალურია მათი მოსაზრებები.

მეორე ეტაპზე, მათ უნდა დაადგინონ, რა განსხვავებაა, მათი აზრით, სურვილებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს შორის. ამ ეტაპზე გაკეთებული არჩევანისას აუცილებლად გამოიკვეთება ის უფლებები, რომლებიც მათ მინიჭებული აქვთ ბავშვთა უფლებების კონვენციის თანახმად.

V5_P36

ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია, მასწავლებელი ამხნევებდეს მოსწავლეებს და მოსწავლეების მიერ გამართული დისკუსიის დროს თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებდეს. მასწავლებელი არ უნდა ჩაერიოს მოსწავლეთა მსჯელობაში და მათ თავს არ უნდა მოახვიოს საკუთარი ღირებულებები და ნორმები, იმ „კეთილი“ განზრახვით, რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს, მოსაზრებების ჩამოყალიბებისას. ნაცვლად ამისა, სათანადოდ წარმართული დისკუსიისას, მოსწავლეები ხშირად თავად აღმოაჩენენ ხოლმე ურთიერთგამომრიცხავ ცნებებსა და ღირებულებებს და თავადვე აგვარებენ ამასთან დაკავშირებულ პრობლემას.

მე-7 თავზე სამუშაოდ იდეალური პერიოდია ნოემბრის დასაწყისი. ამ მეთოდით მეოთხე გაკვეთილზე  შესაქმნელი პლაკატები მზად იქნება ბავშვთა საერთაშოისო დღისთვის (20 ნოემბერი).

გ)   ძირითადი კითხვები 7 თავის შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

This unit gives pupils the opportunity to express their personal wishes and needs. They experience being listened to and taken seriously. They learn to differentiate between basic needs of survival and things we desire.

მოსწავლეები აცნობიერებენ რომ ბავშვთა უფლებები მოიცავს იმ ძირითად საჭიროებებს რომელიც აუცილებელია გადასარჩენად.

მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ყოველდღიურად უწევთ შეხება ცხოვრებისეულ საკითხებთან და რომ საზოგადოებაში მისი წევრებისათვის არათანაბარი პირობებია შექმნილი, ამგვარი პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ მოითხოვონ საკუთარი ინტერესების დაცვა ისე, რომ არ შელახონ სხვების ინტერესები.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

ჩემი სურვილების გამოთქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შემიძლია, თუ ჩემს თანაკლასელებსა და მასწავლებელს ვენდობი. მე ვისწავლე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოთქვა შენი სურვილების შესახებ და აგრეთვე მოუსმინო სხვებს, როდესაც ისინი თავიანთ სურვილებზე საუბრობენ.

მე შევიტყვე, რომ ბავშვთა უფლებები მოიცავს ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ და მნიშვნელოვან საჭიროებებს – მონაწილეობა, განვითარება, სიცოცხლის შენარჩუნება და დაცვა და, აგრეთვე, შევიტყვე, რომ ამ უფლებებს ბევრი საერთო აქვს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

მე ვეცდები, მეტი ყურადღება გამოვიჩინო სურვილებსა და საჭიროებებს შორის სხვაობისადმი. არ შევინახავ საიდუმლოდ ჩემს სურვილებსა და ოცნებებს და ვეცდები სისრულეში მოვიყვანო ისინი, მაგრამ ისე, რომ ამავდროულად გავითვალისწინო სხვათა საჭიროებები და არ მივაყენო ზიანი მათ.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1

შესავალი: მასწავლებელი კლასს მოახსენებს, რომ ბავშვთა უფლებების სწავლება საშუალო სკოლაშიც გაგრძელდება. იგი ბავშვებს სთხოვს გაიხსენონ მნიშვნელოვანი ფაქტები დაწყებითი სკოლიდან .( იხ. მე-3 თავი, გაკვეთილი 2 და მე-4 თავი, გაკვეთილი 1: ბავშვთა უფლებების წარმოშობა; ბავშვთა უფლებების ძირითადი პრინციპები; მათი კავშირი ადამიანის უფლებებთან).

განცხადება: წლევანდელი თემა იქნება „ სურვილები და საჭიროებები“. მასწავლებელი თემას მოკლედ მიმოიხილავს და შეაგროვებს მაგალითებს თითოეული  მოსწავლისგან. როგორ უკავშირდება ეს თემა ბავშვთა უფლებებს?

ჯგუფების ფორმირება: მასწავლებელი ლამაზი მანქანების, მოდური ტანისამოსის ან მიმზიდველი დასასვენებელი ადგილების ამსახველ სურათებს ოთხ-ოთხ ნაწილად ყოფს და არეულად ურიგებს მათ მოსწავლეებს. მოსწავლეებმა კლასში უნდა იპოვონ ის სხვა მოსწავლეები, რომლებსაც მათი სურათების დანარჩენი ნაწილები ერგო და ვისთან ერთადაც მათ უნდა შექმნან ჯგუფები. იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეების რაოდენობის თანაბრად გადანაწილებისათვის საჭიროა სამ-სამი ან ხუთ-ხუთი მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფების შექმნა, მასწავლებელმა სურათები შესაბამისად უნდა დაჭრას, სამ-სამ ან ხუთ-ხუთ ნაწილად.

თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს და მენეჯერს. მომხსენებლის ვალდებულებაში შედის სხვა ჯგუფების წევრებთან, კლასის წინაშე და მასწავლებელთან, საკუთარი ჯგუფის სახელით საუბარი პლენარული სესიის დროს. მის ვალდებულებას წარმოადგენს, გადმოსცეს ჯგუფის მოსაზრებები, და არა მისი საკუთარი მოსაზრებები. ჯგუფის მენეჯერი ორგანიზებას უკეთებს ჯგუფის საქმიანობას, აერთიანებს ჯგუფის წევრებს და აკონტროლებს დროის განრიგს.

ჯგუფებს ევალებათ შემდეგი საკითხების განხილვა და შენიშვნების ჩანიშვნა:

  • რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება დღეს? რა მოგანიჭებთ განსაკუთრებულ სიხარულს?
  • რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება სამომავლოდ? (მაგ: 25 წლის ასაკში)
  • გახსოვთ თქვენი სურვილები 5, 7, 9 და 11 წლის ასაკში ? რა იყო თქვენი სანუკვარი ოცნება მაშინ? რა განიჭებდათ განსაკუთრებულ სიხარულს?
  • რა სურვილები აქვთ უფროსებს (მაგ: მშობლებს, ნაცნობებს)?

მოსწავლეები ფურცელზე ადგენენ თავიანთი სურვილების ჩამონათვალს, რომელიც ასაკის მიხედვით არის დახარისხებული (A3 ან A2 ფორმატის ქაღალდი).

მომხსენებელი შედეგებს აცნობს კლასს. მოსწავლეების მიერ შექმნილი მინიპოსტერები უნდა გამოიკრას საკლასო ოთახის კედლებზე.

დავალება შემდეგი გაკვეთილისათვის: მოსწავლეებმა უნდა შეაგროვონ სურვილების თემასთან დაკავშირებით მასალები (გაზეთებიდან, კატალოგებიდან, ჟურნალებიდან); სარჭი.

გაკვეთილი 2

შესავალი: წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა. გაკვეთილი ეხებოდა ჩვენს სურვილებს ახლა და ბავშვობაში. ამ გაკვეთილზე განვიხილავთ  სურვილებსა (სასიამოვნოა თუ აგვისრულდება) და საჭიროებებს (აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად) შორის განსხავებას. მოვიყვანთ მაგალითებს.

მოსწავლეები მუშაობას აგრძელებენ თავიანთ ჯგუფებში. განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • რას ვისურვებდით, რომ გვქონდეს? რისი ქონა იქნებოდა კარგი? რისი გაკეთების საშუალებას მოგვცემდა? (სურვილები)
  • რა გვჭირდება ყველაზე მეტად და რატომ? (აუცილებელი საჭიროება)

იდეების მოსაფიქრებლად შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეების მიერ მოტანილი სურათები, რომელიც ასახავს ან სიმბოლურად გამოხატავს მატერიალურ თუ არამატერიალურ სურვილებსა და საჭიროებებს.

თითოეულ ჯგუფს,  A3 ფორმატის ქაღალდის დარიგების შემდეგ, მიეცემა შემდეგი დავალება:

ა) მაგიდის მოწყობა სულ მცირე 5 ძირითადი საჭიროებით (საკვები, უსაფრთხოება, ზრუნვა, მეგობრები, განათლება, სითბო და ა.შ.) და 5 თვითგანვითარებისთვის სასურველი სურვილით (ტელევიზორი, ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობა, ძვირფასი მანქანა და ა.შ.);

ბ) ამოჭერით სურათები რომელიც გამოხატავს ორივე კატეგორიას და იპოვეთ შემდეგი სურათები. სურათებს უკანა ან ქვედა მხარეს უნდა გუკეთდეს წარწერა „საჭიროება“  ან  „სურვილი“.

გაკვეთილი 3

მოსწავლეთა ჯგუფები იღებენ შემდეგ დავალებას: ყველა სურათი რომელიც გამოხატავს საჭიროებებსა და სურვილებს დაალაგეთ თქვენს წინ. დემოკრატიულად აირჩიეთ ხუთი სურათი რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ძირითად საჭიროებებს და ხუთი სურათი რომელიც მიესადაგება ყველაზე სასურველ სურვილებს. გაითვალისიწინეთ თითოეული ჯგუფის წევრის აზრი. ( სურათის ასარჩევად თითოეულ წევს დაურიგდება სტიკერი. შეირჩევა 10 სურათი რომელიც ყველაზე მეტ სტიკერს დააგროვებს).

დისკუსია და ჯგუფებში კონსენსუსის პოვნა. შემდეგი დავალება: აიღეთ დაახლოებით 4 მეტრი სიგრძის ზონარი და ათი სარჭი. მოსწავლეები მათი ჯგუფის მიერ შერჩეულ სურათებს ჰკიდებენ თოკზე და ამაგრებენ სარჭებით, ამასთან, სურათების განლაგება თოკზე შემდეგი პრინციპით უნდა განისაზღვროს:

  • მარცხნივ: სურათები, რომლებიც გამოხატავენ იმ საჭიროებებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, რათა ღირსეულად ვიცხოვროთ (ძირითადი საჭიროებები);
  • მარჯვნივ: სურათები, რომლებიც გამოხატავენ საჭიროებებს, რომლებიც ჩვენ იმისათვის გვჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრება სასიამოვნო იყოს (სურვილები);
  • ზოგიერთი სურათი შესაძლებელია მოთავსდეს ამ ორ კატეგორიას შორის.

თითოეული ჯგუფი პრეზენტაციას ჩაატარებს. გარდა ამისა გაიმართება დისკუსია (მოდერატორი მასწავლებელი) სხვადასხვა საკითხებზე (განსხვავებები სქესის მიხედვით; რა არის ძირითადი საჭიროებები მდიდარ ქვეყანაში და რა – ღარიბ ქვეყანაში).

გაკვეთილი 4

თითოეული ჯგუფი მიიღებს A3 ფორმატის 5 თაბახის ფურცელს, ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციის ასლს (იხ. დანართი). მოსწავლეებს ეძლევათ შემდეგი დავალება:

  • აიღეთ თქვენი 10 სურათი. აქცენტი გაკეთდება იმ ხუთ სურათზე რომელიც გამოხატავს ძირითად საჭიროებებს.
  • წაიკითხეთ ბავშვთა უფლებების კონვენცია ხმამაღლა თქვენს ჯგუფში. გაანალიზეთ ეს უფლებები თუ ემთხვევა თქვენს მიერ შერჩეულ სურათებს.
  • აიღეთ A3 ფორმატის 5 თაბახის ფურცელი: ზედა მარცხენა კუთხეში დააწებეთ ერთ-ერთი იმ ხუთი სურათიდან რომელიც გამოხატავს ძირითად საჭიროებებს. მარჯვენა კუთხეში დაწერეთ ბავშვის უფლება რომელიც შეესაბამება სურათზე გამოსახულ საჭიროებას. ზოგიერთ სურათს შეიძლება ერთზე მეტი ბავშვის უფლება შეესაბამოს.
  • გაალამაზეთ 5 თაბახის ფურცელი (პატარა პლაკატის მსგავსად). ეს პოსტერები გამოიფინება სკოლის შენობაში 20 ნოემბერს ( ბავშვთა საყოველთაო დღე).

თითოეული ჯგუფის 5 პლაკატის პრეზენტაცია გაიმართება კლასში. დასასრულს დისკუსია შედგება შემდეგ საკითხზე: რამდენად შეესაბამება ძირითად საჭიროებებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ბავშვთა უფლებების კონვეციის შინაარსს?

პლაკატების გამოფენა გაიმართება 20 ნოემბერს.