მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.2: შმიტის დილემა

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 6.2: შმიტის დილემა

შმიტის ერთადერთი ქალიშვილი მძიმედ ავადაა; მას გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ოპერაციისათვის კი აუცილებელია ფული. შმიტმა არ იცის, როგორ იშოვოს ფული. შმიტსა და მის ცოლს აქვთ მცირედი დანაზოგი, რითაც მაღაზიის გახსნას აპირებდნენ; ისინი სიამოვნებით გაიღებდნენ ამ ფულს გოგონას გადასარჩენად, მაგრამ ეს ფული საკმარისი არ იქნება ოპერაციისათვის.

შმიტი ევედრება ექიმებს, გააკეთონ ოპერაცია შედარებით დაბალ ფასად. ექიმები აცხადებენ, რომ ეს უსამართლობა იქნება მათ მიმართ, ვინც ოპერაციაში სრული საფასური გადაიხადა. შმიტი მეგობრებსა და ნათესავებში შეაგროვებს ცოტაოდენ ფულს, მაგრამ ოპერაციისათვის საკმარისი თანხა მაინც არ გამოსდის. გოგონა ყოველდღიურად უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდება.

სასოწარკვეთილი შმიტი გადაწყვეტს, მოიპაროს თანხის ის ოდენობა, რაც ოპერაციისათვის აკლია.