სავარჯიშო 6.3. – მე რომ ჯადოქარი ვიყო

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 6.3. – მე რომ ჯადოქარი ვიყო
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, გამოიყენონ წარმოსახვის უნარი. ადამიანს, რომელსაც უტოპიური წარმოსახვის უნარი არ გააჩნია, აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ მიიღოს სტატუს კვო.

მოსწავლეები იყენებენ თავიანთ შემოქმედებით უნარს.

რესურსები ფურცლები და ფლომასტერები.

მსვლელობა

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავი ჯადოქრებად წარმოიდგინონ.
  2. ისინი კითხულობენ:„მე რომ ძლიერი ჯადოქარი ვიყო, გავაკეთებდი ისე, რომ კაცებმა, ქალებმა და ბავშვებმა აღარასოდეს გამოსცადონ ის, რაც ომის დროს გამოსცადეს; და ამის უზრუნველსაყოფად…“

    ყველა მოსწავლე ასრულებს შემდეგ წინადადებებს:

    • მე შევაჩერებდი…
    • მე ბოლოს მოვუღებდი…
    • მე დავივიწყებდი…
    • მე წინ აღვუდგებოდი…
    • მე გავაგრძელებდი…
    • მე შევქმნიდი…
  3. მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობენ თავიანთ პასუხებს კლასის წინაშე. უმჯობესია, მოსწავლეები ისხდნენ წრეზე.
  4. შეფასება: მოსწავლეები განიხილავენ, რა სურვილები იქნა გამოთქმული და რა საჭიროებები იქნა წამოყენებული მათ წინადადებებში.

გაგრძელება

მოსწავლეები მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა მათი რომელიმე ოცნების რეალიზება.

ვარიანტი

უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის:

„მე რომ არქიტექტორი ვიყო…“: მოსწავლეები წარმოიდგენენ, როგორი იქნებოდა მათი სკოლა, ან ქალაქი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.

მოსწავლეებს შეუძლიათ შეაჯამონ თავიანთი სურვილები და დააკავშირონ ისინი პოლიტიკური აზროვნების რომელიმე ძირითად მიმართულებასთან (ლიბერალური, კონსერვატიული, სოციალისტური, მწვანეები).