გაკვეთილი 3: ჩვენ საკუთარ სასკოლო გაზეთს გამოვცემთ

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ჩვენ საკუთარ სასკოლო გაზეთს გამოვცემთ

რა შეიძლება და რა არ შეიძლება, როცა საქმე ეხება სასკოლო გაზეთს

სწავლის მიზანი მოსწავლეები ჯგუფურად თანხმდებიან თემებზე და მიზნებზე. ისინი თავიათნი გუნდის წევრებთან თანამშრომლობენ, საკუთარი იდეებისა და კომპეტენციების გაზიარების მიზნით.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები თანხმდებიან ერთობლივი გაზეთის სტრუქტურაზე. ისინი ახდენენ იმ თემების იდენტიფიკაციას, რაც მათი სკოლისათვის მნიშვნელოვანია და ამზადებენ სტატიებს გაზეთის სხვადასხვა ნაწილისათვის.
საჭირო მასალა ხელმისაწვდომი მატერიალური რესურსების გათვალისწინებით, მზაობა იმისათვის, რომ მომზადდეს ხელნაწერი ტექსტები, კომპიუტერზე დაბეჭდილი მასალა ან ციფრული ფოტოები.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ჯგუფური მუშაობა.

გაკვეთილი

მოსწავლეები 3-4 კაციან ჯგუფებად იყოფიან; ისინი განიხილავენ გაზეთის სხვადასხვა ნაწილს და იმას, თუ რომელი ნაწილებია სკოლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი.

მასწავლებელმა მოამზადა პატარა სასკოლო გაზეთი ყველა ჯგუფისათვის – კედელზე ერთმანეთის მიყოლებით გაკრული სამი ცალი A4 ზომის ქაღალდი. ჯგუფები მუშაობენ გაზეთის სტრუქტურაზე, მის სახელწოდებაზე, დიზაინსა და ნაწილებზე. ამ მუშაობის შედეგი ასე შეიძლება გამოიყურებოდეს:

მოსწავლის ქრონიკა

ახალი ამბები

სპორტი

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები

მოვლენები

 

მშობლები

ჩვენი  სატკივარი

ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კლასის კედელზეა მოცემული. მოსწავლეებს ეძლევათ დრო, რომ გაეცნონ პოსტერებს და საკუთარი დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ. ეწყობა ,,რედაქტორთა კონფერენცია“, რომელზეც იღებენ შემდეგ გადაწყვეტილებებს:

  • გაზეთის სახელწოდება (აზრთა გაცვლა, დისკუსია და ხმის მიცემა);
  • იმ ნაწილების შერჩევა, რომლებიც ყველაზე შინაარსიანია და მნიშვნელოვანი სკოლისა და მოსწავლეებისათვის.

მოსწავლეები მცირე ჯგუფებში ერთიანდებიან. ჯგუფების რაოდენობა ემთხვევა გაზეთში ნაწილების დაგეგმილ რაოდენობას. არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც გამოცემაზეა პასუხისმგებელი.

დასაწყისში, გაზეთის გამოცემის ჯგუფი პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობს, როგორებიცაა გაზეთის დიზაინი და ფორმატი. უფროსმა მასწავლებელმა საგნის მასწავლებლისაგან უკვე იცის სასკოლო გაზეთის პროექტის შესახებ და უკვე არსებობს  სკოლაში გაზეთის განთავსების ნებართვა.

მაშინ, როცა რედაქტორები დაკავებულები არიან პირველი სტატიების დაგეგმვით გაზეთის სხვადასხვა ნაწილისათვის, მასწავლებელი გაზეთის გამოცემის ჯგუფთან ტექნიკურ საკითხებს განიხილავს.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალებები, რომლებიც მომავალ კვირამდე უნდა შესრულდეს. რედაქტირების თითოეული ჯგუფი წარმოადგენს სტატიას. გაზეთის გამოცემის ჯგუფი მუშაობს სასკოლო გაზეთზე, რომელსაც უნდა ჰქონდეს სახელწოდება, ლოგო და რამდენიმე ნაწილი.

ეს სავარჯიშო მოსწავლეებს წარმატებასაც აგრძნობინებს და სირთულეებსაც დაანახვებს. შეიკვრება რედაქტორთა გუნდი, რომელიც სისტემატიურად აქვეყნებს სკოლის ამბებს. ამ გუნდში გაერთიანებულნი იქნებიან ყველაზე აქტიური და დაინტერესებული მოსწავლეები, რომლებიც მზად არიან, რომ გააგრძელონ სასკოლო გაზეთზე მუშაობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.