ინსტრუმენტი 5: კვლევის წარმოება ინტერნეტის გამოყენებით

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 5: კვლევის წარმოება ინტერნეტის გამოყენებით

ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ მოიპოვოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემაზე, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ. მთავარია, დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეძლებთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებას საკვლევ თემაზე?

ინფორმაციის მოძიება

ფურცელზე ჩამოწერე ძირითადი საკვანძო სიტყვები, რომლებიც საკვლევ თემას უკავშირდება. დაფიქრდი, ზუსტად რა გინდა შეიტყო მოცემული თემის შესახებ?

მაგალითად:

  • დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება;
  • ევროპის საბჭო;
  • უმცირესობები;
  • დემოკრატია.

შეაერთე საკვანძო სიტყვები, რათა მიიღო ფრაზა, მაგალითად, „შუასაუკუნეებისდროინდელი ქალაქის ბაზრები“, გამოიყენე ბრჭყალები.

  • სიტყვათა რა კომბინაცია დაგეხმარება თემისათვის საჭირო ინფორმაციის მოძებნაში? ეს კრიტერიუმები ჩამოწერე ფურცელზე.

ინფორმაციის ნახვა

ვინაიდან ინტერნეტი ყველასათვის არის ხელმისაწვდომი და ყველას შეუძლია, განათავსოს ინფორმაცია, აუცილებელია შეამოწმოთ, რამდენად სარწმუნოა ინფორმაცია, რომელიც თქვენ მოიპოვეთ, ვიდრე მას გამოიყენებთ.

სცადეთ, შემდეგნაირად დააყენოთ პრობლემა:

  • იგივე ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ინტერნეტის სხვა გვერდებზე?
  • ვის მიერ არის გამოქვეყნებული ინფორმაცია?
  • რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იგი ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო?
  • სანდოა ის პირი ან ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს მოცემულ ინფორმაციას?

ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია გადაამოწმეთ სხვა წყაროების საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციასთან შედარების გზით:

  • ამ ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტები  შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნებში, ინტერვიუების საშუალებით ან საკუთარი გამოცდილებით?
  • ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია ახალია? გასაგები ენით არის გადმოცემული, უფრო გასაგებია ვიდრე ის მსგავსი ინფორმაცია, რომელიც წიგნში შეიძლება იყოს გადმოცემული, ინტერვიუს საშუალებით ან პირადი გამოცდილებით შეიძლება იყოს მოპოვებული?
  • რომელი ინფორმაცია ესადაგება შენს მიზანს ყველაზე მეტად?

ინფორმაციის შენახვა

მას შემდეგ, რაც მიაგნებ სანდო და შენთვის გამოსადეგ ინტერნეტსაიტს, რომელსაც გინდა შემდგომშიც ეწვიო ან გამოიყენო შენი სამუშაოს შესასრულებლად, შეადგინე შენი საკუთარი ინტერნეტსაიტების სია:

  • გახსენი ახალი დოკუმენტი.
  • მონიშნე საიტის მისამართი (URL).
  • დააკოპირე საიტის მისამართი (URL), თითის დაჭერით კონტროლის ღილაკზე (CTRL) და  „C“-ზე ერთდროულად.
  • გადმოიტანე საიტის მისამართი (URL) დოკუმენტში,  თითის დაჭერით კონტროლის ღილაკზე (CTRL) და  „V“-ზე ერთდროულად.
  • შეინახე შენ მიერ შექმნილი დოკუმენტი სახელწოდებით „საიტების სია_თემა“, მაგალითად, „საიტების სია_დემოკრატია“.