გაკვეთილი 4: როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

პოლიტიკური ციკლი, როგორც პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

მეთოდები: პრეზენტაცია და სხვა მოსწავლეების პრეზენტაციების მოსმენა.

მონაწილეობა: პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობის განსაზღვრა.

სწავლის მიზანი მოდელი წარმოადგენს საშუალებას, გავაანალიზოთ კომპლექსური მთლიანობის მხოლოდ ნაწილი. პოლიტიკას აქვს ორი მხარე: პრობლემების მოგვარება და სწრაფვა ძალაუფლებისაკენ. პოლიტიკური ცილკლის მოდელი გვთავაზობს მხოლოდ პირველ ასპექტს.
მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები მოკლე ინფორმაციას აწოდებენ ერთმანეთს თავიანთი შედეგების შესახებ.

მოსწავლეები აფასებენ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს პროცესსა და რეზულტატს.

მასალა და რესურსები მასალა მოსწავლეებისთვის 6.2, მოსწავლეების მიერ გაკეთებული ჩანაწერებით.
მეთოდი

ოფისის ტიპის პრეზენტაციები.

პლენალური განხილვა.

დროის ბიუჯეტი 1. მოსწავლეთა პრეზენტაციები. 15 წთ.
2. განხილვა და შეჯამება. 25 წთ.


გაკვეთილის აღწერა

1. მოსწავლეთა პრეზენტაციები

გაკვეთილი იწყება მოსწავლეების აქტიურობით. ისინი ჯგუფებად უსხედან საკუთარ მერხებს, რომლებიც საკლასო ოთახის კედლების გასწვრივ არის განლაგებული, მერხებს შორის სიცვრცე თავისუფალია. ყოველი ჯგუფი ირჩევს ორ სპიკერს, რომლებიც რიგრიგობით წარადგენენ საკუთარ ჯგუფს. ეს საშუალებას აძლევს ყველა მოსწავლეს ეწვიოს სხვა ჯგუფს და მიიღოს მოკლე ინფორმაცია მათ შედეგებზე.

ეს არაცენტრალიზებული გარემო რამდენიმე მოსწავლის ერთდროული აქტიურობის საშუალებას იძლევა. სრული სურათის მოპოვებას ვერც ერთი მოსწავლე ვერ შეძლებს. ამას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და მიღებული ინფორმაცია საკმაოდ დიდი ოდენობის და, შესაბამისად,  დასამახსოვრებლად რთული იქნება.

მასწავლებელი მოსწავლეებს უერთდება და მხოლოდ უსმენს მათ, არ უსვამს შეკითხვებს და არ აკეთებს კომენტარს.

2. დისკუსია და გაანალიზება

მოსწავლეები ემზადებიან პლენარული სხდომისთვის. ისინი სხდებიან წრეზე ან ნახევარწრეზე, სახით ერთმანეთისკენ.

პირველ რიგში, მასწავლებელი და მოსწავლეები დღის წესრიგზე უნდა შეთანხმდნენ. მასწავლებელი მათ სთავაზობს პოლიტიკური ციკლის მოდელზე კონცენტრირებას,  იმ საკითხებზე კონცენტრირების ნაცვლად, რომლებიც მოსწავლეებმა შეისწავლეს. მოსწავლეები ამაზე უნდა შეთანხმდნენ, სანამ მუშაობას გააგრძელებდნენ.

მასწავლებელი სვამს სააზროვნო კითხვას და სიტყვას აძლევს მოსწავლეებს:

„პოლიტიკური ციკლის მოდელის გამოყენება სამუშაოს შესრულებისას

  რაში დაგეხმარათ და რაში – არა?“

მოსწავლეები კომპეტენტურ პასუხებს იძლევიან, ეყრდნობიან რა კვლევითი ამოცანის შესრულებისას მათ მიერ მიღებულ გამოცდილებას. მათ შეიძლება დაასახელონ ტექნიკური პრობლემები, როგორიცაა, შეფერხებები ინფორმაციის მოპოვებისას ან დროის სიმცირე. შეიძლება შეეხონ ანალიტიკურ სირთულეებს, როგორიცაა, იმის განსაზღვრა თუ რა ეტაპზეა მოცემული საკითხი: დღის წესრიგში დაყენების, გადაწყვეტილების მიღების მიზნით გამართული დებატების თუ შედეგებზე რეაგირების ეტაპზე. მათ შეიძლება კითხვები გაუჩნდეთ პოლიტიკური ციკლის მოდელთან დაკავშირებით: რამდენად რეალურად ასახავს იგი სინამდვილეს?

აუცილებელი არ არის, მოსწავლეების მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე კომენტარის გაკეთება და მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს აქვთ იმის თავისუფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილება ამის თაობაზე და შესაბამისად დაგეგმონ, რა დრო დაუთმონ ამ პროცედურას.

პოლიტიკური ციკლის მოდელთან დაკავშირებით, სულ მცირე, სამი საკითხი არსებობს, რომელზეც ღირს შეჩერება (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 6.2). არ არის აუცილებელი მასწავლებელმა მოსწავლეების ყურადღება ყველა დეტალზე შეაჩეროს; ეს მისი გადასაწყვეტია. მოწოდებული მასალა მასწავლებელს დაეხმარება განმარტოს მოსწავლეების მიერ გაკეთებული ზოგიერთი კომანტარი. სხვა შემთხვევაში, მასწავლებელი ირჩევს ერთ ან მეტ საკითხს და მოსწავლეებს მოკლე ინფორმაციას აწვდის მათ შესახებ, რითაც ასრულებს დისკუსიას.