9. პრეზენტაციის მომზადება სლაიდების ან PowerPoint-ის გამოყენებით

Living Democracy » Textbooks » 9. პრეზენტაციის მომზადება სლაიდების ან PowerPoint-ის გამოყენებით

PowerPoint-ის გამოყენებით, ან გამომსვლელის თავს ზემოთ მოთავსებულ პროექტორზე ნაჩვენები სლაიდების საშუალებით წარმოებული პრეზენტაციები ფართოდ გამოიყენება და ორივე მეთოდზე ერთი და იგივე წესები ვრცელდება.

სლაიდის მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა:

  • წარწერები  იყოს მკაფიო და გარკვევით იკითხებოდეს;
  • გამოყენებული იყოს ერთი სტილის შრიფტი;
  • ასოების ზომა საკმაოდ დიდი იყოს;
  • ხაზებს შორის საკმარისი დაშორება;
  • ერთ სლაიდზე არ იყოს მოცულობითი ტექსტი;
  • სლაიდები იყოს ხარვეზების გარეშე;
  • სურათები, რუკები და გრაფიკები საკმაოდ ფართო ფორმატით იყოს წარმოდგენილი და კარგად ჩანდეს შორი მანძილიდან;
  • გამოყენებული  იყოს მხოლოდ რამდენიმე ფერი და სიმბოლო;
  • პრეზენტაცია არ იყოს გადატვირთული სლაიდებით.

რომელი ავირჩიო, სლაიდები თუ PowerPoint?

ორივე მათგანს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც დაგეხმარება სლაიდების და PowerPoint-ის პრეზენტაციებს შორის არჩევანის გაკეთებაში.

რომელი მათგანი უფრო ესადაგება თქვენს საჭიროებებს?

გაეცანით ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ მეთოდის შერჩევაში.

სლაიდების გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ:

  • პრეზენტაციისას გამოსაყენებელია ხუთამდე სლაიდი;
  • სლაიდების ჩვენებებს შორის საჭიროა რაიმეს ჩვენება ან ახსნა;
  • სლაიდზე რაიმეს დაწერა გსურთ პრეზენტაციის დროს;
  • თითო სლაიდზე მხოლოდ ერთი გამოსახულება გინდათ უჩვენოთ;
  • გინდათ, რაიმე დაფაროთ და გამოაჩინოთ სლაიდზე დატანილ გამოსახულებაზე;
  • პრეზენტაცია და სლაიდები ჯგუფის წევრებს შორის არის გადანაწილებული.

PowerPoint-ის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ:

  • გსურთ, აუდიტორიას  მიაწოდოთ დიდი რაოდენობით ინფორმაცია;
  • დიდი რაოდენობით გამოსახულებები გაქვთ ჩართული პრეზენტაციაში;
  • გსურთ, ერთი მეორეს მიყოლებით აჩვენოთ გამოსახულებები;
  • გსურთ, ინტერნეტიდან ამოღებული მასალა აჩვენოთ აუდიტორიას პრეზენტაციის დროს;
  • გინდათ, აჩვენოთ ვიდეოკლიპი, ციფრული გამოსახულება ან რაიმე მასალა, რომელიც კომპიუტერში გაქვთ შენახული;
  • გსურთ, უჩვენოთ ვიდეო, კადრების გაჩერების თანხლებით, უკან დაბრუნების რეჟიმში ან სხვა მანიპულაციებით.