გაკვეთილი 3: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა II)

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: ევროპა ჩემი სახლია (ფიზიკური რუკა II)

ევროპის მდინარეები, მთები და რელიეფი

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ ევროპის კონტინენტის განსხვავებულ მახასიათებლებს.  ისინი ეცნობიან სივრცითი დამოკიდებულების აღქმას, ადგენენ რა, თუ საიდან არიან წარმოშობით.
მოსწავლის ამოცანა რუკაზე საზღვრებისა და ქვეყნების დატანის შემდეგ, მოსწავლეებს ფიზიკურ რუკაზე დააქვთ რელიეფის მახასიათებლები, მდინარეები, მთები და სხვა მნიშვნელოვანი რელიეფური მახასიათებლები. სამუშაოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეების მიერ შედგენილ რუკას მოსწავლეები უღებენ სურათს.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლების ასლები მათზე დატანილი, შესავსები მოდელის სახით წარმოდგენილი ევროპის რუკით,  ლურჯი ფერის მასალა (ქაღალდის ფურცლები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.), რუკაზე მდინარეების დასატანად, ფერადი მასალა (ქაღალდის ფურცლები, ქსოვილის ნაჭრები და ა.შ.), რუკაზე მთებისა და რელიეფის დასატანად, ატლასი, ფოტოაპარატი.
მეთოდები წყვილებში მუშაობა და ჯგუფებში მუშაობა.

გაკვეთილის აღწერა

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები განსაზღვრავენ ევროპის ქვეყნებსა და მათ დედაქალაქებსა და დროშებს, მათ ამოცანას, შექმნილ რუკაზე მდინარეების, მთებისა და სხვა რელიეფური მახასიათებლების დატანა წარმოადგენს. ამ პროცესში ყველა „ქვეყნის წარმომადგენელი“ მოსწავლე ვერ მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან ძირითადი მდინარეები, მთების ქედები და სხვ. ყველა ქვეყანაზე არ გადის. იმისათვის, რომ პროცესში ყველა მოსწავლე იყოს ჩართული, მასწავლებელმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება ახალი ჯგუფების შექმნის თაობაზე ან უზრუნველყოს იმ მოსწავლეების ჩართვა სხვა სამუშაოებში, რომლებმაც უკვე დაასრულეს  სამუშაო.

მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა მასალის გამოყენების საშუალება, როგორიცაა ქსოვილები, ქაღალდის ფურცლები და სხვ. რათა რუკაზე დაიტანონ მდინარეები და სხვა გეოგრაფიული მახასიათებლები.

მოსწავლეებს ფიზიკურ რუკაზე სხვა მახასიათებლების დატანაც შეუძლიათ, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს. მოსწავლეებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამის თაობაზე; ეს ასევე განპირობებულია იმ ინფორმაციით, რომლის მოპოვებაც მოსწავლეებმა შეძლეს ქვეყნების შესახებ, საშინაო დავალების სახით შესრულებული ქვეყნების კვლევის დროს (მაგალითად, საკვებ პროდუქტზე, ცნობილ ადამიანებზე და ა.შ.).

ფიზიკური რუკის შექმნის შემდეგ, მოსწავლეებმა ფოტოსურათზე უნდა აღბეჭდონ საკუთარი ნამუშევარი, საუკეთესო შემთხვევაში, სასურველია ფიზიკური რუკის  ფოტოგრაფირება ორჯერ, ერთხელ მოსწავლეების თანდასწრებით, რომლებიც „საკუთარი“ ქვეყნის ტერიტორიაზე დგანან და მეორედ – მოსწავლეების გარეშე, სადაც რუკაზე დატანილი მდინარეები, მთები და სხვა გეოგრაფიული მახასიათებლები კარგად გამოჩნდება.