სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 8, გაკვეთილი 1: ვასხვავებთ „სურვილებს“ „საჭიროებებისაგან“

Living Democracy » Textbooks » სამუშაო ფურცელი მოსწავლეებისათვის, თავი 8, გაკვეთილი 1: ვასხვავებთ „სურვილებს“ „საჭიროებებისაგან“

საკლასო ოთახში წარმოდგენილი სურათებიდან ჯგუფის წევრებმა შეარჩიეთ 10 სურათი. ამათგან 5 სურათი უნდა განეკუთვნებოდეს კატეგორიას „სურვილები“, ხოლო დანარჩენი 5 – კატეგორიას „საჭიროებები“ (იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი ჯგუფი არჩევანს ერთსა და იმავე სურათზე აკეთებს, მოძებნეთ გამოსავალი).

  • ჯგუფში განიხილეთ თქვენი არჩევანი და შეეცადეთ, უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
    • რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩემთვის?
    • რა მოხდებოდა, რომ არ მქონდეს ეს?
    • რა მინდა, მქონდეს და რას მინდა მივაღწიო შემდგომ ცხოვრებაში?
    • რას ნიშნავს ეს ჩემთვის როგორც გოგონასათვის/ვაჟისათვის?
  • თქვენ მიერ შერჩეული სურათები დაახარისხეთ იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანია უფრო მნიშვნელოვანი და რომელი – ნაკლებ მნიშვნელოვანი და შეეცადეთ, ახსნათ მათი დახარისხების მიზეზი. შეგიძლიათ ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რომელსაც ჯგუფის ყველა წევრი დაეთანხმება?
  • ჯგუფის ორი წევრი ბოლოებით იჭერს ზონარს, რომელზეც თქვენ მიერ შერჩეული თანმიმდევრობით არის დაკიდული სურათები და ჯგუფის ერთი წევრი განმარტავს ჯგუფის არჩევანის მიზეზებს, ამავდროულად, საჭიროა არა ყველა სურათის, არამედ მხოლოდ პირველი და უკანასკნელი არჩევანის განმარტება. სცადეთ, საკუთარი სიტყვებით ახსნათ განსხვავება „სურვილებსა“ და „საჭიროებებს“ შორის. შეგიძლიათ განმარტოთ ეს ორი ტერმინი?