7.1 მოქალაქეობის შესახებ ტრადიციული განათლების ხარვეზები

Living Democracy » Textbooks » 7.1 მოქალაქეობის შესახებ ტრადიციული განათლების ხარვეზები

ტრადიციული, შინაარსზე დაფუძნებული სწავლების პირობებში, სამოქალაქო განათლება ორიენტირებულია, მიაწოდოს მოსწავლეებს ფაქტები და ინფორმაცია ქვეყნის ინსტიტუციური ჩარჩოების შესახებ. თუმცა სწავლების საგნის შინაარსი, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძველებოდა და საჭირო იყო მისი გადაკეთება და სისტემატური სწავლება. მოსწავლეთათვის პარლამენტის შესახებ ფაქტების დამახსოვრება მტკნარი წყლის აუზში მობინადრე თევზის სხვადასხვა სახეობის დამახსოვრებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა; ისინი „სწავლობდნენ“, რათა ჩაებარებინათ გამოცდა და მერე დაევიწყებინათ „შესწავლილი“ მასალა. სწავლების მსგავსი მოდელი, განათლების თვალსაზრისით, არანაირი სარგებლის მომტანი არ არის დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის.