სავარჯიშო 4.4. – პირველი შთაბეჭდილება

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 4.4. – პირველი შთაბეჭდილება
საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეებს შეუძლიათ ამოიცნონ სტერეოტიპები და ხვდებიან, რამდენად მრავალფეროვანია ის შთაბეჭდილებები და აღქმა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის შესახებ გააჩნიათ.

მოსწავლეები იწაფებიან აქტიურ მოსმენაში და სწავლობენ, როგორ სცენ პატივი ერთმანეთს.

რესურსები დიდი ზომის ფურცლების თავში მოთავსებული იმ ადამიანთა ფოტოები, რომლებიც განსხვავებულ რეაქციას იწვევს მოსწავლეებში (მასწავლებელი ირჩევს იმ ადამიანთა  ფოტოებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკით, ეთნიკური წარმოშობით, არიან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები და ა.შ.)

მსვლელობა

  1. მოსწავლეები სხდებიან წრეზე. თითოეულ მათგანს ურიგდება ფურცელი ფოტოთი.
  2. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ ფურცლის თავში მოთავსებულ ფოტოს:
    • „მე ვხედავ…“
    • „მე ვიქრობ…“
    • „მე ვგრძნობ..
  3. მოსწავლეები თავიანთ შთაბეჭდილებებს ფოტოს შესახებ წერენ ფურცლის ბოლო კიდეზე და ამ კიდეს გადაკეცავენ ისე, რომ დაიფაროს მათ მიერ დაწერილი ტექსტი. შემდეგ ფურცელს გადასცემენ მათ მარცხნივ მჯდომ მოსწავლეს.
  4. ასე გრძელდება, სანამ ყველა ფურცელზე თავის კომენტარს არ გააკეთებს ყველა მოსწავლე.
  5. მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ თავიანთ პირველ შთაბეჭდილებებს:
    • რითი ჰგავდა თქვენი პირველი შთაბეჭდილებები ერთმანეთს და რითი განსხვავდებოდა ისინი ერთმანეთისგან?
    • რა იყო თქვენი პირველი, ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება?
    • რა ასპექტისთვის არ მიგიქცევიათ არანაირი ყურადღება და რატომ?
    • ამ სავარჯიშოს შესრულებამ რა დაგანახათ საკუთარ თავში?

გაგრძელება

სავარჯიშოს შესრულებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს სულ რამდენიმე ფოტო, ან სულაც ერთი ფოტო ან ეთნოგრაფიული ვიდეოჩანაწერი, რომლის ჩვენების დროსაც მოსწავლეები ჩანაწერებს საკუთარ ფურცლებზე აკეთებენ.

მასწავლებელს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს სხვა კულტურათა შესახებ: სამზარეულო, მუსიკა, ოჯახის სტრუქტურა და ა.შ.