თავი 4: კონფლიქტი – წესები კონფლიქტების მოგვარებაში გვეხმარება

Living Democracy » Textbooks » თავი 4: კონფლიქტი – წესები კონფლიქტების მოგვარებაში გვეხმარება

თავი 4: ძირითადი ცნება – „კონფლიქტი“ (დაწყებითი საფეხურისათვის)

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: კონფლიქტების მოგვარება სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად არის კონფლიქტური სიტუაციების მაგალითები. კონფლიქტების უმეტესობის საფუძველს წარმოადგენს მოსწავლეების ზოგადი დამოკიდებულებები ან  მათში უნარის ნაკლებობა, გაუძლონ ზეწოლას. კონფლიქტური სიტუაციების მაგალითებია:

  • სხვისი კუთვნილი ნივთების აღება;
  • შემთხვევით ვინმეს შეხება ან ხელისკვრა;
  • ერთმანეთის გაღიზიანება;
  • თანაკლასელების შეწუხება;
  • ერთმანეთის დაშინება;
  • მძიმე ფორმები, როგორიცაა დაჯგუფებები მავნე განზრახვით ან ფიზიკური  და/ან ფსიქოლოგიური ძალადობა.

მოზარდების მიერ გამოყენებული კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიები განსხვავდება ზრდასრული ადამიანების მიერ კონფლიქტურ სიტუაციებში გამოყენებული სტრატეგიებისაგან. ერთმანეთისაგან განსხვავებულ სტრატეგიებს იყენებენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი საფეხურის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მოსწავლეებიც. უფრო მცირე ასაკის ჯგუფის წარმომადგენლების მიერ გამოყენებული კონფლიქტის მოგვარების სტრატეგია ფიზიკურ რეაგირებაში (დარტყმა და ა.შ.), აგრესიულ რეაქციებში, ჩხუბში გამოიხატება; აგრეთვე, ხშირია დახმარებისათვის უფროსებისადმი მიმართვა, კონფლიქტის ადგილის დატოვება, დათმობა და უკან დახევა, მიჩნევა, რომ არაფერი მომხდარა ან სიმბოლური ჟესტები (როგორებიცაა ხელის ჩამორთმევა, საჩუქარი და ა.შ.).

უფრო მოზრდილი (10 წლის ან მეტი) ასაკის დაწყებითი სკოლის მოსწავლეები კონფლიქტის მოსაგვარებლად განსხვავებულ სტრატეგიებს მიმართავენ, როგორებიცაა კონფლიქტის უგულებელყოფა, ერთმანეთთან დალაპარაკება, საერთო გადაწყვეტილების მიღება კონფლიქტში მონაწილე მხარეების პერსპექტივის გათვალისწინებით, იმის გარკვევა, თუ ვინ არის მართალი და, შესაბამისად, ვინ გამოვიდა „გამარჯვებული“, ისევე, როგორც მოლაპარაკებების წარმოება მანამდე, სანამ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე არ იქნება დაკმაყოფილებული მიღებული გადაწყვეტილებით.

ექსპერტები განასხვავებენ კონფლიქტის მოგვარების სამ ძირითად სახეს, ესენია:

  • კონფლიქტის მოგვარება ფიზიკური საშუალებებით;
  • კონფლიქტის მოგვარება ცალმხრივად (რეფლექტური აზროვნება ან ორი პერსპექტივის დანახვის უნარი).

წინამდებარე თავში შესული გაკვეთილები კონფლიქტის მოგვარების ამ სტრატეგიებს ითვალისწინებს და ეფუძნება ასაკობრივი ფსიქოლოგიის ამ ასპექტებს. სწორედ ეს შეადგენს ძირითად ელემენტებს, რომელთა საშუალებითაც ვცდილობთ, დავეხმაროთ მოსწავლეებს, გააცნობიერონ როგორც ინდივიდუალური, ასევე, საერთო პრობლემები და კონფლიქტები და დავეხმაროთ, ისწავლონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის გარჩევა პირადი კეთილდღეობისაგან. პრობლემის გადაჭრა ადამიანთა ფართო ჯგუფზე იქონიებს გავლენას იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ან კონფლიქტი საერთო ხასიათის კატეგორიას განეკუთვნება, ხოლო პიროვნული პრობლემის ან კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ ამ პიროვნებაზე უნდა ახდენდეს გავლენას და სხვა პირებისათვის არანაირი ცვლილების მომტანი არ უნდა იყოს.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე, ზემოთ აღწერილის მსგავსი კონფლიქტები ხშირად, შეიძლება უკავშირდებოდეს ინფრასტრუქტურას (მაგალითად, სივრცის ნაკლებობა), სქესს (ურთიერთობა ვაჟებსა და გოგონებს შორის), ერთობლივ სამუშაოს (მუშაობის განსხვავებული ტემპები, განსხვავებული ცოდნის დონე და ა.შ.), ან შეიძლება სოციალური ქცევის შედეგი იყოს (ლაპარაკის შეწყვეტინება და ა.შ.). წინამდებარე თავში მოცემული ოთხივე გაკვეთილის მსვლელობისას, რომელიც კონფლიქტის თემას ეძღვნება, მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ საკლასო გარემოში არსებული პრობლემების მოგვარება არც ისე მარტივია ერთი გაკვეთილის მსვლელობისას. მიუხედავად საკლასო წესების ან კომუნიკაციის მარეგულირებელი წესების შემოღებისა, პრობლემები და კონფლიქტები დროგამოშვებით თავს მაინც იჩენს. აქედან გამომდინარე, კონფლიქტებისა და მათი მოგვარების თემის განხილვა, ისევე როგორც იმ პრობლემათა გაცნობიერება, რომლებიც შესაძლებელია წამოიჭრას სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მუდმივად უნდა იდგეს დღის წესრიგში. მოსწავლეები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ წესების გათავისებას, თუ ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ იმ დისკუსიებში, რომლებიც ამ წესების შემოღებას ეძღვნება.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:

კომპეტენცია …
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა … მეთოდის გამოყენება … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
*** *** ***
დამხმარე ინსტრუმენტები
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
0 ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
0 ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
0 ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
0 გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
X გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
0 პოსტერების შექმნა
0 გამოფენების მოწყობა
X პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
0 პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით
0 საგაზეთო სტატიების დაწერა
0 წარმოდგენების გამართვა
X დებატების წარმოება

 

თავი 4: კონფლიქტი

წესები კონფლიქტების მოგვარებაში გვეხმარება

კონფლიქტების მოგვარება სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს შორის

გაკვეთილის თემა სწავლის მიზნები მოსწავლის ამოცანა რესურსები მეთოდები

გაკვეთილი 1:

ყველაფერი კარგად არის! ეს მართლაც ასეა?

მოსწავლეები ეცნობიან საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და პირადი კეთილდღეობის ცნებებს, კლასში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ შორის განსხვავებების დადგენის საშუალებით. მოსწავლეებს, წარმოსახვის უნარის გამოყენებით, მოჰყავთ პრობლემების მაგალითები და ახარისხებენ მათ იმის მიხედვით, საერთო პრობლემას წარმოადგენს იგი თუ პირად პრობლემას. ქაღალდის მცირე ზომის ფურცლები, კალმები, ინფორმაცია პრობლემათა ორი კატეგორიის კლასიფიკაციის შესახებ. დამოუკიდებელი სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 2:

აი, ჩვენ ასე ვაგვარებთ პრობლემას

მოსწავლეები მსჯელობენ კონფლიქტის მოგვარების მექანიზმებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ და ეცნობიან სხვადასხვა პიროვნების განსხვავებულ მოსაზრებებსა და ქცევებს. მოსწავლეები საკუთარ აზრს გამოთქვამენ პრობლემასთან დაკავშირებით და ეძებენ პრობლემის გადაჭრის გზებს და გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, პრობლემის მოგვარების საშუალებების შესახებ. ფლიპჩარტი, კალმები. ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 3:

იდეათა ნუსხა

მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტის ჩამოყალიბებას დებატების დროს. ისინი, საკითხის განხილვისას, გამოდიან როგორც მომხრედ, ასევე წინააღმდეგ და ეცნობიან უმრავლესობის ფუნქციას. მოსწავლეები გამოთქვამენ  მოსაზრებებს, პრობლემის მოგვარების გზებისა და საშუალებების შესახებ და თანხმდებიან საერთო წესებზე, რომლებიც კლასის წევრების მიერ უნდა იქნას დაცული. ფლიპჩარტი, კალმები. საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 4:

ჩვენი შეთანხმება წესების შესახებ

მოსწავლეები აღწევენ შეთანხმებას და სწავლობენ, როგორ მოერგონ ერთობლივად ფორმულირებულ შეთანხმებას. მოსწავლეები ადგენენ საერთო წესებს და საკუთარი ხელმოწერები დააქვთ შედგენილ დოკუმენტზე. ისინი განიხილავენ კონტროლის მექანიზმსა და სავარაუდო შედეგებს. ფლიპჩარტი, კალმები. საერთო საკლასო განხილვა.