3.2 სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – წიგნები I –VI; დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში – სწავლების პროცესის თანამიმდევრობა, ცნებები, მეთოდები და მოდელები

Living Democracy » Textbooks » 3.2 სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ – წიგნები I –VI; დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში – სწავლების პროცესის თანამიმდევრობა, ცნებები, მეთოდები და მოდელები

ბევრ ქვეყანაში მასწავლებლებს სჭირდებათ დახმარება, რათა მათ წარმატებით გაართვან თავი დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას. სწორედ ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ იქნა სახელმძღვანელოთა სერია, რომელიც განკუთვნილია დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სფეროში დასაქმებული მასწავლებლებისათვის.

სახელმძღვანელოები მზადდებოდა ციურიხის უნივერსიტეტის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის განვითარების საერთაშორისო პროექტთან თანამშრომლობით. სახელმძღვანელოების გამოცემათა თანადამფინანსებელია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო. წინამდებარე სახელმძღვანელო, წიგნი I, განათლება დემოკრატიისათვისძირითადი საცნობარო მასალა მასწავლებლებისათვის, წარმოადგენს ამ სერიის პირველ წიგნს. ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ სერიაში შემავალი ექვსივე სახელმძღვანელოს მოკლე მიმოხილვა, იმ სამიზნე ჯგუფების მითითებით, რომელთათვისაც განკუთვნილია თითოეული მათგანი.

სახელმძღვანელოებში შესულია აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული სწავლებისას საჭირო გაკვეთილების გეგმები განათლების ყველა დონისათვის, რომლებიც ეფუძნება აქტიურ მონაწილეობასა და ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლებას სკოლის დემოკრატიულ გარემოში.

აღნიშნული სახელმძღვანელოების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი წარმოადგენს ჭეშმარიტად ევროპული პროექტის შედეგს. სახელმძღვანელოთა შექმნის იდეა და მათი თავდაპირველი ვარიანტები შემუშავდა ბოსნია-ჰერცოგოვინაში და მათ შექმნაში მონაწილეობა მიიღო უამრავმა მასწავლებელმა და მეთოდისტმა. სახელმძღვანელოთა საბოლოო ვარიანტების ავტორები და რედაქტორები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, და არა მარტო ევროპის ქვეყნების, წარმომადგენლები. რაც შეეხება თავად სახელმძღვანელოებს, ისინი გამოიცადა და დაკორექტირდა სხვადასხვა წარმომავლობისა და ღირებულებების მქონე მრავალი სპეციალისტის მიერ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელოები დიდ სამსახურს გაუწევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ევროპის მასშტაბით.