მასალა მოსწავლეებისთვის 8.2: დებატებში მონაწილეობის წესები

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 8.2: დებატებში მონაწილეობის წესები
როგორ განვლაგდეთ

თავმჯდომარე იკავებს ადგილს მაგიდის თავში. დებატებში მონაწილე ორი მხარე ერთმანეთის პირისპირ განლაგდება მაგიდის აქეთ და იქით. აუდიტორია მაგიდიდან ცოტა მოშორებით იკავებს ადგილს, ისე რომ მან დებატებში მონაწილე ორივე მხარის დანახვა დაუბრკოლებლად შეძლოს. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ადგილები აუდიტორიისთვის უნდა უნზრუნველვყოთ რამდენიმე რიგად, და არა რომელიმე მხარის ზურგს უკან.

გამომსვლელთა მონაცვლეობა

ისრებით ნაჩვენებია გამომსვლელთა მონაცვლეობა დებატების პირველ რაუნდში. მეორე რაუნდში გამომსვლელთა რიგი უკუსვლით ხორციელდება, სანამ პოზიციის მხარის პირველი წარმომადგენელი არ დაასრულებს საუბარს. ამის შემდეგ ოპოზიციის მხარეს ეკუთვნის ბოლო გამოსვლა; გუნდს შეუძლია აირჩიოს თავისი წარმომადგენელი ამ მოვალეობის შესასრულებლად – მაგრამ ეს არ უნდა იყოს მათი პირველი სპიკერი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას ორწუთიანი გამოსვლის საშუალება ეძლევა, რაც უსამართლობაა მეორე გუნდისთვის.

    დებატების წარმოების წესები
    1. დებატებს იწყებს პოზიციის პირველი სპიკერი, რომელიც თავმჯდომარის გვერდით ზის. შემდეგ, როგორც ეს ისრებით არის ნაჩვენები დიაგრამაზე, საუბრობს და პოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება ოპოზიციის პირველი სპიკერი. ამრიგად, ორივე მხარის გამომსვლელები საუბრობენ მონაცვლეობით. როდესაც საუბარს დაასრულებს ოპოზიციის ბოლო გამომსვლელი, იწყება დებატების მეორე რაუნდი, ამჯერად უკუსვლის პრინციპით.
    2. მას შემდეგ, რაც საუბარს დაასრულებს პოზიციის პირველი სპიკერი, სიტყვა ეძლევა ოპოზიციის წარმომადგენელს (მაგრამ არა მათ პირველ სპიკერს).
    3. სპიკერთა სიტყვით გამოსვლის რიგის შეცვლა არ შეიძლება.
    4. ყოველ გამომსვლელს სასაუბროდ ეძლევა მაქსიმუმ ერთი წუთი. თავმჯდომარე აკონტროლებს მათ დროს. იგი ანიშნებს გამომსვლელს, როცა მას 10 წამი რჩება გამოსვლის დასრულებამდე და მას შემდეგ რაც ამოიწურება გამოსვლის დრო, გამომსვლელს შეუძლია დაასრულოს დაწყებული წინადადება, რის შემდეგაც უნდა შეწყვიტოს საუბარი. დრო, რომელიც არ გამოიყენა წინა გამომსვლელმა, არ გადაეცემა მომდევნო თუ სხვა გამომსვლელს.
    5. დაუშვებელია გამომსვლელის შეჩერება ან მისთვის სიტყვის გაწყვეტინება.
    6. აუდიტორია არ მონაწილეობს დებატებში.
    7. დებატების დასრულების შემდეგ, აუდიტორიას ეძლევა 5 წუთი, რათა მათ თავიანთი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარონ. შემდეგ დებატებში განხილულ საკითხს კენჭს უყრიან ხელის აწევით.
    8. კენჭისყრის დროს თვლიან, რამდენი არის მომხრე და რამდენი წინააღმდეგი. კენჭისყრაში გამარჯვებულია უმრავლესობა.
    რა უნდა გაითვალისწინონ დებატებში მონაწილე გამომსვლელებმა
    1. პოზიციის პირველი სპიკერის გარდა, დანარჩენმა გამომსვლელებმა: თქვენი გამოსვლის პირველი ნახევარი დაუთმეთ თქვენს წინ სიტყვით გამოსული მოწინაღმდეგე გუნდის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული არგუმენტის გაბათილებას და მხოლოდ ამის შემდეგ ეცადეთ ჩამოაყალიბოთ საკუთარი არგუმენტი.
    2. პირველი სპიკერი – ჩამოაყალიბეთ თქვენი მოსაზრება – გამოთქვით, რა გადაწყვეტილება გინდათ იყოს მიღწეული.
    3. დებატებისთვის მზადებისას, პირველ რიგში, მოიმარაგეთ იდეები. შემდეგ გადაწყვიტეთ, რა თანმიმდევრობით გსურთ, გადმოსცეთ თქვენი მოსაზრებები, და გადაანაწილეთ ისინი გამომსვლელებზე. პირველ და საბოლოო გამოსვლაში შეეცადეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტი (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 8.2).
    4. შეგიძლიათ გაიმეოროთ თქვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტი ან მისი სხვადასხვა ვარიანტი მიაწოდოთ მსმენელს, რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ.
    5. ბოლო გამომსვლელეთა სიტყვა უნდა იყოს მათი გუნდის თვალსაზრისის შეჯამება, სადაც კონკრეტულად სამი ან ოთხი არგუმენტი იქნება ჩამოყალიბებული. რა უნდა გაითვალისწინოს აუდიტორიამ დებატების დასრულების შემდეგ? თუ დებატები გადაწყვეტილების მიღების მიზნით იმართება, კარგად ჩამოაყალიბეთ, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას ელით მათგან, რას უნდა მისცენ  ხმა.
    6. ისაუბრეთ თავისუფლად. ნუ წაიკითხავთ წინასწარ მომზადებულ სიტყვას.თვალებში უყურეთ ოპონენტს და შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი აუდიტორიასთან.
    7. პატივისცემით მოეპყარით თქვენ ოპონენტებს. არასოდეს მიაყენოთ შეურაცხყოფა გამომსვლელს, ისაუბრეთ მხოლოდ მის არგუმენტზე.
    რჩევები აუდიტორიის წევრებს (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 8.5)
    1. დებატებამდე, ეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ, თუ რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია ორივე მხარეს. ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ აღიქვათ დებატებში გამომსვლელთა საუბარი.
    2. გააკეთეთ ჩანიშვნები ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე – თუ ეს შესაძლებელია, თითო წინადადებაში.
    3. დააკავშირეთ არგუმენტები მათ გამაბათილებელ არგუმენტებთან ხაზებით ან ისრებით, და დაურთეთ თქვენი კომენტარი. რომელი არგუმენტი მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერ არგუმენტად? (საფეხური 2 და 3 შეიძლება შესრულდეს რამდენიმე მსმენელის მიერ ერთობლივად.)
    4. აღნიშნეთ, რომელმა არგუმენტმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება.
    5. დებატების დასრულების შემდეგ თქვენი მოსაზრებები გაუზიარეთ სხვებს და ხმა მიეცით ორი მხარის მიერ წამოყენებული წინადადებიდან თქვენთვის მისაღებ წინადადებას.