2 – სამუშაო ფურცელი 17: აქცენტი სკოლების დემოკრატიულ მმართველობაზე

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 17: აქცენტი სკოლების დემოკრატიულ მმართველობაზე

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების პრაქტიკის თვალსაზრისით, ასევე, თეორიასა და პრაქტიკას შორის და პოლიტიკურ კურსსა და დემოკრატიის დანერგვას შორის კავშირის თვალსაზრისით, სკოლაში არსებული მდგომარეობის შეფასებაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული მატრიცა(ევროპის საბჭო, სკოლების დემოკრატიული მმართველობა, 2005 წელი).

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებასთან დაკავშირებით, ყველა სკოლაში მოქმედებს სამი ძირითადი პრინციპი. ეს პრინციპებია:

  • უფლებები და პასუხისმგებლობა;
  • პროცესებში აქტიური მონაწილეობა;
  • მრავალფეროვნების ჯეროვნად დაფასება.

ასევე, ყველა სკოლაში, არის ის ძირითადი სფეროები, სადაც ვლინდება ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები. ეს სფეროებია:

  • მმართველობა, ხელმძღვანელობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება;
  • ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება;
  • თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა: კონკურენტუნარიანობა;
  • მოსწავლეების დისციპლინა.

როგორც მოცემული მატრიციდან ჩანს, ყველა ძირითად სფეროში, ძირითად პრინციპთა გამოხატულების სხვადასხვა დონე შეინიშნება.

უფლებები და პასუხისმგებლობა აქტიური მონაწილეობა მრავალფეროვნების დაფასება
მმართველობა, ხელმძღვანელობა, მენეჯმენტი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება arrows
ღირებულებებზე ორიენტირებული განათლება
თანამშრომლობა, კომუნიკაცია და ჩართულობა
მოსწავლეთა დისციპლინა

მოცემულ მატრიცაზე სრულყოფილი ინფორმაციისათვის და მისით სარგებლობასთან დაკავშირებული ინსტრუქციების მისაღებად იხილეთ ინსტრუმენტი „სკოლების დემოკრატიული მმართველობა“ და ეწვიეთ ვებგვერდს www.coe.int/edc.