მასალა მოსწავლეებისთვის 7.3: ამოცანა: სპორტული კლუბისთვის წესების შემუშავება

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 7.3: ამოცანა: სპორტული კლუბისთვის წესების შემუშავება
  1. ჩამოაყალიბეთ წესები (მუხლი 1, მუხლი 2, მუხლი 3 და ა. შ. …) რომელიც დაარეგულირებს შემდეგ საკითხებს:
    • როგორ უნდა განაწილდეს თანხა ჯგუფებს შორის?
    • ვინ იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ განაწილდეს თანხა?
    • უნდა მივცეთ თუ არა ჯგუფებს ავტონომია?
    • როგორ გამოვიყენოთ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი – რათა დავიცვათ როგორც უმრავლესობის, ასევე, უმცირესობის უფლებები და ინტერესები?
    • … (სურვილისამებრ, დაამატეთ საკითხები, რომლებიც თქვენი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია).
  1. მოამზადეთ მოხსენება თქვენს მიერ შემუშავებულ წესდებზე, დაიტანეთ თქვენი წესები, საჭიროების შემთხვევაში შენიშვნების ფორმით, A4 ფორმატის ფურცელზე, რომელსაც დაურთავთ მატრიცას.
  2. ზემოთ მოცემული კითხვები მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვენი შედეგები შეადაროთ სხვა ჯგუფის შედეგებს (იხ. მასალა მოსწავლეებისთვის 7.4).