მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.1: ვესნას ამბავი

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 2.1: ვესნას ამბავი

ვესნა ბოშა ქალია, რომელიც თავის ამბავს ჰყვება:

,,ტანსაცმლის მაღაზიის ვიტრინაში შევნიშნე განცხადება იმის თაობაზე, რომ მაღაზიაში გამყიდველი სჭირდებოდათ. ისინი 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას ეძებდნენ. მე შევედი მაღაზიაში და მენეჯერს გამყიდველის პოზიციასთან დაკავშირებით დაველაპარაკე; მან მთხოვა, ორ დღეში მივსულიყავი, რადგან განაცხადების შემოსვლას კიდევ ელოდებოდნენ.

მე ორჯერ მივბრუნდი და ორივეჯერ ანალოგიური პასუხით გამომისტუმრეს. ერთი კვირა გავიდა. კვლავ მივედი მაღაზიაში. ფანჯარაზე კვლავ გამოკრული იყო განცხადება. მენეჯერი ძალიან დაკავებული იყო და ვერ დამელაპარაკა. მაღაზიაში მითხრეს, რომ გამყიდველი უკვე აეყვანათ.

ძალიან გულდაწყვეტილი გამოვედი მაღაზიიდან. ჩემს მეგობარს, რომელიც არ არის ბოშა, ვთხოვე, შესულიყო მაღაზიაში და ვაკანსიის შესახებ ეკითხა. მან ჩემი თხოვნა შეასრულა. ჩემი მეგობარი ორშაბათს გასაუბრებაზე დაიბარეს~.

შეკითხვები:

  1. როგორ იგრძნობდით თავს ვესნას ამბავი რომ თქვენ გადაგხდენოდათ? რა რეაქცია გექნებოდათ, როცა თქვენი მეგობარი გეტყოდათ, რომ ის ინტერვიუზე მიიწვიეს?
  2. როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა მაღაზიის მენეჯერი ასე? თვლით, რომ დისკრიმინაციასთან გვაქვს საქმე? დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება.
  3. რა შეეძლო ვესნას მოემოქმედა? ხელეწიფებოდა მას სიტუაციის შეცვლა? როგორ უნდა აღმოეჩინათ სხვებს დახმარება ვესნასთვის?
  4. თვლით, რომ კანონის მოშველიება სიტუაციას მოაგვარებდა? რა უნდა ეწეროს კანონში, რომელიც ასეთ სიტუაციას შეიძლება მიესადაგოს?
  5. ასეთი შემთხვევა თქვენს ქვეყანაშიც მოხდებოდა? თუ მოხდებოდა, რომელი საზოდაგოებრივი ჯგუფი იქნებოდა საფრთხეში?