მასალა მასწავლებლებისთვის 1.1: ციტატები არჩევანსა და ინდივიდუალობაზე

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 1.1: ციტატები არჩევანსა და ინდივიდუალობაზე

ჩვენ ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯებითა და ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანით ვქმნით იმ პიროვნებას, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ, და იმ სახეს, რომელსაც ვატარებთ.

კენეტ პეტონი

გადაწყვეტილება არის რისკი, რომელსაც ფესვები თავისუფლად ყოფნის გამბედაობაში აქვს გამდგარი.

პაულ ტილიჩი

ყველაფერი რასაც ამჟამად აკეთებ არის ის, რაც შენ აირჩიე გეკეთებინა. ზოგ ადამიანს არ უნდა, რომ ეს დაიჯეროს. მაგრამ თუ შენ 21 წლის ასაკს გადააბიჯე, შენი ცხოვრება სწორედ ისეთია, როგორიც შენ თავად შექმენი. შენი ცხოვრების შესაცვლელად შენი პრიორიტეტები უნდა შეცვალო.

ჯონ მაქსველი

მე მჯერა, რომ ჩვენს არჩევანზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ, და ჩვენ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯის და ჩვენ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის  შედეგი, როგორც ჩვენივე ფიქრის ყოველი ნაყოფი ჩვენვე უნდა ვიწვნიოთ.

ელიზაბეტ კუბლერ როსი

რჩევისთვის მიმართეთ მამაკაცს, დახმარებისთვის – ქალს.

მარგარეტ ტეტჩერი

თავისუფლება, ამ სიტყვის კონკრეტული გაგებით, მდგომარეობს არჩევანის გაკეთების უნარში.

საიმონ უეილი

უდიდეს გონებას უდიდესი ზიანის და ამავდროულად უდიდესი სიკეთის მოტანა შეუძლია

რენე დეკარტი

ის ძირითადი, რასაც ისტორია გვასწავლის არის, რომ ადამიანთა ქმედებებს თავისი შედეგები აქვთ და ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. ისინი სხვა არჩევანის გაკეთების გზას გვიკეტავენ და ამით მომავალს განაპირობებენ.

გერდა ლერნერი

ყველა ადამიანი ფლობს კარგსა და ცუდს შორის არჩევანის გაკეთების ძალას.

ორიგენი

პიროვნება არ არის მზა მასალა, იგი მუდმივად განიცდის ფორმირებას არჩევანის საშუალებით.

ჯონ დეუი

ქალმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ არავის შეუძლია მოგცეს ძალაუფლება, იგი თავად უნდა მოიპოვო.

როზანა ბარი

ორი ცუდიდან არჩევანის გაკეთების დროს, მე ყოველთვის მირჩევნია გამოვცადო ის რაც ჯერ არ გამომიცდია.

მეი უესტი

ქალები და კატები აკეთებენ იმას რაც სიამოვნებთ, კაცებს და ძაღლებს დასვენება სჭირდებათ და ამასთან შეგუება უწევთ.

რობერტ ჰენლეინი

ინტუიციას წვრთნა სჭირდება – ყურადღებით უნდა მოუსმინო და მიენდო გულისხმას, რომელიც გკარნახობს რა თქვა და რა გადაწყვიტო.

ინგრიდ ბერგმანი

 

ერთი გემი აღმოსავლეთით მიდის,

დასავლეთით აუღია გეზი მეორეს,

ქარი კი ერთი მიმართულებით ქრის.

 

ანძაზე აღმართული აფრებით,

და არა ქარის სურვილით განვსაზღვრავთ

საით მივდივართ დღეს.

 

დროის ტალღები ჰგავს

ზღვაზე მონაბერ ქარს,

ჩვენი ცხოვრების გზაზე.

 

არც ომსა და არც მშვიდობას,

არამედ ჩვენს ნებას მხოლოდ

მივყავართ ჩვენს მიზნამდე.

 

ელა ვილერ ვილკოქსი