თავი 7: პასუხისმგებლობა – მე ბუნების დამცველი ვხდები … ჩემი სკოლა მონაწილეობს!

Living Democracy » Textbooks » თავი 7: პასუხისმგებლობა – მე ბუნების დამცველი ვხდები … ჩემი სკოლა მონაწილეობს!

თავი 7: ძირითადი ცნება – „პასუხისმგებლობა“ (დაწყებითი საფეხურისათვის)

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: როგორ ასახავს ღირებულებები, რომლებსაც მოსწავლეები ფლობენ, მათ მიერ ადამიანის უფლებათა კონცეფციის აღქმას?

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამყაროში,
აქ მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მე გავხადე ის ასეთი,
მე შევქმენი ეს გარემო, რომ მენახა, რისი მოტანა შეეძლო მას,
მე ვფიქრობ, ის სრულყოფილია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ!

სიმღერიდან „მშვიდობით ანდრომედა (1973 წელი), ჯონ დენვერი

თანამედროვე სამყაროში ბავშვები ადრეული ასაკიდან სწავლობენ  საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას. ძალიან ბევრ ოჯახსა და საზოგადოებაში ეს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება. დემოკრატიული სახელმწიფო მხოლოდ მაშინ შედგება, თუ მოქალაქეები იმას კი არ ფიქრობენ, თუ რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს მათთვის, არამედ იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ სახელმწიფოსათვის. ციტატა, რომელიც ამ კონტექსტში ძალიან ხშირად გამოიყენება, ეკუთვნის ჯონ კენედის: „ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის; იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ ქვეყნისათვის“.

პასუხისმგებლობის სხვადასხვა ტიპი და სხვადასხვა ხარისხი არსებობს. პასუხისმგებლობა შესაძლებელია იყოს პირადი, კოლექტიური და მორალური. არსებობს პარლამენტის პასუხისმგებლობა, მთავრობის პასუხისმგებლობა ან მედიის პასუხისმგებლობა. არსებობს პასუხისმგებლობა მშობლებისა ან მასწავლებლების განათლებაზე და ა.შ. პასუხისმგებლობის ამ ფორმებს ან სამართლებრივი საფუძვლები აქვს, ან მორალურ ღირებულებებს წარმოაჩენს.

წინამდებარე თავი ემსახურება მოსწავლეების მხრიდან იმის გაცნობიერებას, რომ არსებობს პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმები და ხშირად ისინი ერთმანეთში ირევა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს, რომ გარე სამყაროზე პასუხისმგებლობის აღება საზოგადოების კეთილდღეობისათვის გაღებული წვლილია. პასუხისმგებლობის აღებით, მოსწავლეებს არა მხოლოდ საკუთარი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ, ასევე, ეს მათთვის ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების საშუალებას წარმოადგენს. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციისა ან პოლიტიკური კულტურის მიხედვით (ან სკოლის ტრადიციისა და სკოლის მმართველი ორგანოს ტიპის მიხედვით), შესაძლებელია, მარტივი იყოს პასუხისმგებლობის აღების საშუალებით ძალაუფლების მოპოვება, ან ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისათვის მზადყოფნის გამოთქმისას უარის მიღება, ყოველდღიურ ცხოვრებაში იმედგაცრუებას უკავშირდება, რომელიც ანალიზს მოითხოვს და გადალახვისათვის ძალისხმევას საჭიროებს.

მორალური განსჯის უნარი ადამიანში, თავს ძალიან ადრეული ასაკიდან იჩენს,  მისი რეალიზება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი პასუხისმგებლობით მოქმედებენ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლება მხოლოდ სოციალური და მორალური პრინციპებით არ შემოიფარგლებოდეს; უფრო მეტიც, თუ ამის გახორციელებას ჩვენ შევეცდებით დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ფარგლებში – რომლის საფუძველსაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები წარმოადგენს – ამით დასახული მიზნების გაფართოებას შევუწყობთ ხელს. თუ ვიხელმძღვანელებთ იმ გამოცდილებით, რაც პასუხისმგებლობის აღებას უკავშირდება, ეს საკუთარი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაფართოებაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ამ კუთხით მიღებული გამოცდილება არა მხოლოდ სხვა, უფრო დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების საფუძველს ქმნის, არამედ ასევე პასუხისმგებლობის ავტომატურად, ძალდაუტანებლად აღების  ჩვევის გამომუშავებას უწყობს ხელს.

როგორც ეს ჯონ დენვერის სიმღერის ტექსტის დასაწყისშია მოცემული: „აქ მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, მე გავხადე ის ასეთი“, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ისინი უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს და პასუხს აგებდნენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებზე. სკოლაში, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრება და დემოკრატიის სწავლა ნიშნავს იმას, რომ სკოლა წარმოადგენს ადგილს, სადაც ახალგაზრდა თაობა ემზადება  შემდგომი ცხოვრებისათვის და, ასევე, ადგილს, სადაც მოზარდები ერთად ცხოვრობენ და ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველასათვის ნათელია, რომ ფუნქციები მკაფიოდ არის გადანაწილებული და წესები და კანონები აუცილებელია. თუმცა, ძალიან ბევრ სკოლაში, მსოფლიო მასშტაბით, ჯერ კიდევ არ გამოიყენება პრაქტიკა, რომელიც მოსწავლეებისათვის მოქმედების მეტი თავისუფლების მიცემასა და მეტი პასუხისმგებლობის მინიჭებას გულისხმობს. მასწავლებლებსა და სასწავლო პროცესების ხელმძღვანელებს თავისუფლად შეუძლიათ ამ სიტუაციის შეცვლა, მოქმედი წესებისა და კანონების ფარგლებში.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:

კომპეტენცია …
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა … მეთოდის გამოყენება … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
** ** ***
დამხმარე ინსტრუმენტები
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
X ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
X ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
X ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
0 გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
0 გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
0 პოსტერების შექმნა
0 გამოფენების მოწყობა
X პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
X პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით
X საგაზეთო სტატიების დაწერა
0 წარმოდგენების გამართვა
X დებატების წარმოება

 

თავი 7: პასუხისმგებლობა

მე ბუნების დამცველი ვხდები … ჩემი სკოლა მონაწილეობს!

როგორ ასახავს ღირებულებები, რომლებსაც მოსწავლეები ფლობენ, მათ მიერ ადამიანის უფლებათა კონცეფციის აღქმას?

გაკვეთილის თემა სწავლის მიზნები მოსწავლის ამოცანა რესურსები მეთოდები

გაკვეთილი 1:

პასუხისმგებლობა

 

მოსწავლეები მსჯელობენ პასუხისმგებლობაზე, როგორც ტერმინზე, რომელიც მოიცავს და უკავშირდება პიროვნებებს, საგნებსა და ამოცანებს. მოსწავლეები აგროვებენ და აანალიზებენ გაზეთებსა და ჟურნალებს, რომლებსაც იმ საზოგადოების წევრები ეცნობიან, რომელსაც მოსწავლეები მიეკუთვნებიან. ისინი ქმნიან პოსტერს, რომელზეც გადააქვთ შედეგები. მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები. ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილი 2:

სკოლა არის ცხოვრება: გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკოლოგიურად სუფთაა?

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მათი სკოლა არ წარმოადგენს ადგილს, სადაც მხოლოდ მოსწავლეების განათლება ხორციელდება, არამედ ადგილს, სადაც მათ ცხოვრება უწევთ. მოსწავლეები გეგმავენ ამ „საცხოვრებელ ტერიტორიაზე“ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას (გარემოს დაცვის თვალსაზრისით). მოსწავლეები განიხილავენ და გეგმავენ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ მრავალგვარ შესაძლებლობებს. მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები. ჯგუფური პრეზენტაცია, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 3:

როგორ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?

მოსწავლეები ადგენენ გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტულ გეგმას.  ამ ეტაპზე, მოსწავლეების მიზანს უნდა წარმოადგენდეს დროის გონივრულად დაგეგმვა, ჯგუფში კომპრომისზე წასვლის უნარის დემონსტრირება და ზოგადი მოქნილობა. მოსწავლეები ცდილობენ მათთვის განსაზღვრულ დროში გაახორციელონ დაგეგმილი საქმიანობები. ინდივიდუალური სამუშაო, რომელიც დამოკიდებულია სამოქმედო გეგმაზე. პრაქტიკული საქმიანობა.

გაკვეთილი 4:

როგორ ვაფასებთ იმას, რაც გავაკეთეთ – რის გაკეთებას ვგეგმავთ შემდგომ?

ამ თავის დასასრულს, მოსწავლეები ცდილობენ, როლები შეცვალონ, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ, რას ნიშნავს ამა თუ იმ პოზიციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის აღება. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის უკეთ აღსაქმელად. მოსწავლეები ერთმანეთში ცვლიან იმ როლებს, რომლებიც მათ მცირე ჯგუფებში მუშაობისას ეკავათ. მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.. საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო.