მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2: ადამიანის უფლებათა ნუსხა

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2: ადამიანის უფლებათა ნუსხა

ეს არის ის უფლებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო კონვენციით, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო კონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ევროპის სოციალური ქარტიით არის დაცული.

  1. სიცოცხლის უფლება;
  2. წამებისაგან თავისუფლება;
  3. მონობისაგან თავისუფლება;
  4. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  5. მიუკერძოებელი გასამართლების უფლება;
  6. უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, დახმარების მიღების უფლება;
  7. დისკრიმინაციისაგან თავისუფლება; თანასწორობის უფლება;
  8. პიროვნებად აღიარების უფლება; ეროვნული კუთვნილების უფლება;
  9. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება;
  10. ქორწინების უფლება;
  11. საკუთრების უფლება;
  12. გადაადგილების უფლება;
  13. თავშესაფრის უფლება;
  14. აზროვნების, ცნობიერებისა და რელიგური თავისუფლება;
  15. გამოხატვის თავისუფლება;
  16. შეკრებისა და სხვა ადამიანებთან გაერთიანების თავისუფლება;
  17. საკვების, სასმელისა და საცხოვრებილის უფლება;
  18. ჯანდაცვის უფლება;
  19. განათლების უფლება;
  20. დასაქმების უფლება;
  21. დასვენებისა და გართობის უფლება;
  22. სოციალური დაცვის უფლება;
  23. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება;
  24. კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება;
  25. ადამიანის უფლებათა დარღვევის აკრძალვა;
  26. იმ სოციალური წესრიგის უფლება, სადაც აღიარებულია ადამიანის უფლებები;
  27. პიროვნების პასუხისმგებლობები.