მასალა მოსწავლეებისთვის 5.2: ინსტიტუციურ სტრუქტურაში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 5.2: ინსტიტუციურ სტრუქტურაში გასათვალისწინებელი ძირითადი საკითხები

წესების სისტემის შექმნის პროცესში გიწევთ რამდენიმე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. თქვენ ირჩევთ რომელი მმართველობის (გადაწყვეტილების მიღების) მოდელია თქვენთვის სასურველი და ვის ეკუთვნის დაჭერილი თევზი. მოცემულ ძირითად ფორმაზე დაყრდნობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა კომბინაცია და მიიღოთ სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებები.

საკუთრება\ მმართველობა იერარქია (ხელისუფლება) თანამშრომლობის ქსელი
კერძო საკუთრება
საზოგადოებრივი საკუთრება

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა არჩევანზე

1. ვირჩევთ მმართველობის მოდელს

ძირითადი ფაქტორი სახელმწიფო ადგილობრივი ქსელები
ძირითადი კონცეფციები ძალაუფლება და ხელისუფლება პირადი ურთიერთობები, კომუნიკაცია და საერთო ინტერესები
სისტემის პრინციპის შემუშავება იერარქია (ზევიდან ქვევით) პარტნიორობა (ერთიანი ხედვა)
ძლიერი მხარეები

მშვიდობა და უსაფრთხოება

კანონები ნათლად განსაზღვრავს რისი გაკეთების უფლება აქვს ადამიანს და რისი არა

კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია მათი გატარება

პრობლემების გადაწყვეტისა და ადამიანთა ინტერესების დაცვის დიდი გამოცდილება და მოქნილობა

იმპროვიზირებისა და მყისიერი რეაგირების თავისუფლება

სუსტი მხარეები და რისკები

ძალის ბოროტად გამოყენების საფრთხე

სიხისტე/მოუქნელობა

სუსტი სტიმული პირადი ინიციატივებისთვის

„ვეტოს უფლებით მოსარგებლეებს“ შეუძლიათ დაბლოკონ გადაწყვეტილება

კანონის გატარება ძნელია მათი დარღვევის შემთხვევაში

საშუალებები

დემოკრატია და ადამიანის უფლებები

კანონის უზენაესობა

კონსტიტუციით უზრუნველყოფილი კონტროლი და ბალანსი

მორალური სანქციები

პასუხისმგებლობის კულტურა

2. საკუთრების საკითხი: ვის ეკუთვნის დაჭერილი თევზი?

ორი ძირითადი არჩევანი და რამდენიმე კრიტერიუმი განსჯისთვის

კერძო საკუთრება საზოგადოებრივი საკუთრება
ქონების განკარგვის წესები

ყველა მეთევზეს ეკუთვნის თევზის ის რაოდენობა, რომელსაც იგი დაიჭერს

მას შეუძლია გამოიყენოს მის მიერ დაჭერილი თევზი, როგორც სურს

ყველა მეთევზეს მის მიერ დაჭერილი თევზი მიაქვს საზოგადოების წარმომადგენელთან

ამის შემდეგ თევზის საერთო რაოდენობა ნაწილდება საზოგადოების წევრებზე

მეთევზეთა მოტივი
გავლენა თევზის წარმოების საერთო მოცულობაზე
გავლენა თევზის პოპულაციის მარაგზე

3. რა უნდა გავითვალისწინოთ სისტემის შექმნისას

 

  • გაქვთ სურვილი განსაზღვროთ მიზანი, რომელიც მიღწეული უნდა იყოს?
  • ვინ ფლობს გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლებას?
  • გსურთ გქონდეთ კანონის გატარების საშუალებები?
  • არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე?