მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.3: ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში: ხუთი შემთხვევა

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.3: ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში: ხუთი შემთხვევა

შემთხვევა 1

მაქსი არის 8 წლის ბიჭი, რომელიც სერიოზულად დაშავდა ავარიაში და სასწრაფოდ სჭირდება სისხლის გადასხმა. რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბიჭის მამა სისხლის გადასხმის სასტიკი წინააღმდეგია. მაქსის დედას და ექიმებს კი სურთ, გადაარჩინონ ბიჭის სიცოცხლე.

შემთხვევა 2

საავადმყოფოს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის განყოფილებაში ადამიანთა შეზღუდული რაოდენობა მუშაობს. ერთ საღამოს, ძალიან ბევრი პაციენტის თავმოყრის გამო, მხოლოდ ერთი საოპერაციო ოთახი აღმოჩნდა თავისუფალი. ორი პაციენტი სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ექიმებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ ვის მიანიჭონ უპირატესობა, პატარა ბავშვს თუ წარმატებულ ბიზნესმენს.

შემთხვევა 3

გუსი არის რელიგიური პარტიის დაფასებული წევრი, რომლისთვისაც ძალიან ძვირფასია ოჯახური ღირებულებები. გუსის პარტიის ოფისში ჟურნალისტი აღმოაჩენს სასიყვარულო წერილებს, რაც ადასტურებს, რომ გუსი მეუღლეს ღალატობს. ჟურნალისტი ამ წერილებს აქვეყნებს.

შემთხვევა 4

იოჩოუ განვითარებად ქვეყანაში ცხოვრობს. ის ღარიბია და საკუთარი სახსრებით მხოლოდ საბაზო საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია. მას  სწავლის დაწყება სურს, მაგრამ არ აქვს სათანადო მატერიალური რესურსები. სახელმწიფო მას ვერ ეხმარება სწავლის საფასურის დაფარვაში, რადგან მთელი სახელმწიფო რესურსი მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა მიმართული.

შემთხვევა 5

ადგილობრივ ხელისუფლებას სურს, ააშენოს სკოლა ბავშვების სათამაშო მოედანზე. სკოლის აშენების შემთხვევაში ბავშვებს აღარ ექნებათ ადგილი, სადაც თამაშს შეძლებენ.