შესავალი: რას გვთავაზობს ცხრა თავი (1– 9 კლასი)

Living Democracy » Textbooks » შესავალი: რას გვთავაზობს ცხრა თავი (1– 9 კლასი)

V5_P5A

ბავშვთა უფლებების შესწავლა პირველ კლასში იწყება და ეტაპობრივად რთულდება სავალდებულო სწავლების დასასრულისკენ. თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს, წარმოადგენს ამ სახელმძღვანელოს მთავარ თემას.

ცხრა თავი, რომელიც მოიცავს გაკვეთილების მთელ სერიას, გთავაზობთ მაგალითებსა და აუცილებელ რჩევებს, თუ როგორ განხორციელდეს ბავშვთა უფლებების სწავლება დაწყებითი განათლების პირველი კლასიდან საშუალო განათლების ბოლო წლის ჩათვლით. ამ მიზნით სახელმძღვანელო იყენებს სპირალური კურიკულუმის (სასწავლო გეგმის) მოდელს.

ქვემოთ მოცემულია სახელმძღვანელოს ელემენტები:

  • მოკლე შესავალი მოიცავს ინფორმაციას კონცეპტუალური ჩარჩოს და მაგალითებით სწავლების შესახებ.
  • ცხრა საკლასო პროექტი (თავი), თითო ყოველი კლასისთვის (1-9), შედგება ოთხი გაკვეთილისგან.
  • გაკვეთილების დეტალური გეგმები.
  • ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება: ყოველ თავში არის პროექტი, როგორც მთავარი მიზანი.
  • სასწავლო გარემო, რომელიც არის ღია და თანამშრომლობითი, უნდა აკმაყოფილებდეს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლების პრინციპებს.
  • დანართი მოიცავს სხვადასხვა სასწავლო მასალას (მათ შორის ბავშვთა უფლებების კონვენცია) და არსებულ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების შესახებ.

V5_P5B

თითოეულ თავს აქვს სასწავლო მიზნები, რომელიც გაწერილია ცხრილში, რომელშიც მითითებულია საკვანძო შინაარსი, ინსტრუქციები და მასწავლებლის დასახმარებლად მოცემული შეკითხვები. თითოეული ცხრილის ზედა ნაწილში მოცემულია მასწავლებლის პერსპექტივადან მოცემული ძირითადი თემები და შინაარსი, ხოლო ქვედა ნაწილში მოცემულია ძირითადი შეკითხვები მოსწავლეებისათვის. ცხრილი ასევე სთავაზობს პედაგოგებს მოსწავლეებისგან სავარაუდოდ მოსალოდნელ კითხვებს, თუმცა უპირველეს ყოვლისა, იგი იძლევა თითოეული თავის სასწავლო მიზნების გათვალისწინების საშუალებას. ცხრილები გთავაზობთ განსხვავებულ თემებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებების “პრაქტიკაში გამოცდა”, “სიღრმისეულად გაცნობა” და “დანერგვა”. აქედან გამომდინარე, მოცემული სახელმძღვანელო მოიცავს სამივე ასპექტს: ამოცანზე დაფუძნებული კვლევა, ცოდნის შეძენის შემეცნებითი ელემენტები და მიღებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

V5_P6A

სახელმძღვანელოს მე-2 და მე-3 ნაწილი გთავაზობთ ინტერნეტში ან სხვა შესაბამის რესურსებში არსებული ინფრმაციიისა და სასწავლო მასალების ნაკრებს. ავტორების მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა შეექმნათ საკვანძო რესურსების კომპლექტი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაკვეთილზე დამატებითი კვლევა-ძიების საჭიროების გარეშე. გარდა ამისა, მოკლე ტექსტები სთავაზობთ როგორც პედაგოგებს ასევე მოსწავლეებს საპრეზენტაციო თემებს.  სახელმძღვანელოს ბოლო გვერდებზე მოცემული ილუსტრირებული ბავშვთა უფლებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა სახით გაკვეთილებზე. ისინი გონებამახვილურია და უამრავი დამატებითი ცოდნის მიღების შესაძლებლობას გთავაზობთ. ილუსტრაციები წარმოადგენს ვიზუალურ სტიმულს მრავალი აქტივობისთვის და ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს მეხსიერების თამაშების ან ფერადი (ფლეშ) ბარათების სახით. სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგების მხრიდან გამოთქმულმა მოსაზრებებმა გვიჩვენა, რომ კვლევითი მიდგომის გარდა, პრაქტიკული ელემენტები და დაზეპირებაზე უარის თქმა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. თუმცა, ზემოთ აღნიშნული ვერ შეცვლის მნიშვნელოვან საკითხებს და ცოდნის გაღრმავების ეტაპობრივ საჭიროებას.

V5_P6B

 

 

 

 

 

 

ფოტო: ლი გათი, ფრედი სუთერი