მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1: (ჯგუფი 3) როლების გათამაშება

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1: (ჯგუფი 3) როლების გათამაშება

შეთანხმდით, ვინ წაიკითხავს ხმამაღლა დღიურიდან ამონარიდს და დავალებას თქვენი ჯგუფისათვის.

შეარჩიეთ ჯგუფის მეორე წევრი, რომელიც დისკუსიის დროს ჩანაწერებს გააკეთებს და ჯგუფური მუშაობის ბოლოს მსჯელობის შედეგებს კლასის წინაშე წარმოადგენს.

ამონარიდი მაქსის დღიურიდან:

,,ჩვენი ბინის თავზე ერთი მოხუცებული კაცი მარტო ცხოვრობს. გუშინ სახლში რომ მოვედი, სადარბაზოში შემოსასვლელ კართან შევხვდი, საყიდლებიდან სურსათით დატვირთული მოსულიყო. მძიმედ სუნთქავდა. მომინდა, დავხმარებოდი. გამოვართვი მძიმე ჩანთა და ბინამდე ავატანინე”.

დავალებები:

  1. ჩამოწერეთ ზედსართავები, რომლებსაც მაქსის თანაკლასელები მის დასახასიათებლად გამოიყენებდნენ;
  2. როგორ ფიქრობთ, რას ეტყოდა მაქსის შესახებ მისი ერთ-ერთი კლასელი მეორეს? გაითამაშეთ ეს სცენა.