გაკვეთილი 2: როგორ ვარეგულიროთ უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: როგორ ვარეგულიროთ უმრავლესობისა და უმცირესობის ინტერესები?

წესდების შექმნა მიკროსაზოგადოებისთვის

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი.

პრობლემის გადაჭრა.

სწავლის მიზანი წესები, კანონები და კონსტიტუცია წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული პრობლემის გადაჭრისა და კონფლიქტის წყაროებთან გამკლავების საშუალებებს. ეს ამართლებს მთავრობისა და ხელისუფლების არსებობას. თუმცა ისინი შეიძლება ემსახურებოდნენ გარკვეულ ინტერესებს.
მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები ადგენენ წესდების პროექტს, რომელიც დაარეგულირებს უმრავლესობა/უმცირესობის საკითხს მიკროსაზოგადოებაში.
მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 7.1–7.3.

ფლიპჩარტები და მარკერები.

მეთოდი ჯგუფური მუშაობა.
დროის ბიუჯეტი 40 წთ.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები აგრძელებენ ჯგუფებში მუშაობას.

მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მათი მუშაობის პროცესს, აკვირდება, რომელ მეთოდებსა და უნარებს იყენებენ ისინი წარმატებით და სად სჭირდებათ მათ დახმარება და წვრთნა. მე–4 გაკვეთილისთვის დაგეგმილი დეტალური მოხსენებების გაკეთებისას მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მასწავლებელს მიაწოდონ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ თანამშრომლობდნენ ჯგუფის წევრები სამუშაოს შესრულებისას და მასწავლებელს შეუძლია კომენტარი გააკეთოს მათი თანამშრომლობის შესახებ. ჯგუფებმა, შეძლებისდაგვარად,დამოუკიდებლად უნდა იმუშაონ, მასწავლებელი არ ერევა მათ მუშაობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი ხვდება, რომ მოსწავლეები „შეცდომას“ უშვებენ. ისინი უფრო მეტ ცოდნას შეიძენენ, იმ შემთხვევაში, თუ აბსოლუტური თავისუფლება ექნებათ და თავად აიღებენ პასუხისმგებლობას გამოასწორონ დაშვებული შეცდომები; საჭიროების შემთხვევაში ამ შეცდომებს კლასი გამოასწორებს პლენარულ რაუნდზე შეხვედრისას.

მასწავლებელი თავს იკავებს მოსწავლეების საქმიანობაში ჩარევისგან იმ შემთხვევაშიც, თუ ჯგუფი „პოლიტიკურად მცდარ“ გადაწყვეტილებას იღებს, როგორიცაა, გადაწყვეტილების მიღებაზე ძალაუფლების ერთი პირისთვის გადაცემა („დიქტატორული გადაწყვეტილება“). მსაგვსი გადაწყვეტილებები კარგ მასალას წარმოადგენს განხილვისთვის. ხშირად მოსწავლეები აყენებენ დაუსაბუთებელ ან მიუღებელ წინადადებებს. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების მიღწევებს კომპეტენციების შეძენა–განვითარების თვალსაზრისით და აკეთებს დასკვნებს მოსწავლეების სწავლის მოთხოვნილებების შესახებ.