ინსტრუმენტი 8: გეგმის მომზადება

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 8: გეგმის მომზადება

გეგმა გეხმარებათ აზრების მოწესრიგებაში. სწორედ ამას გამოხატავს თავად სიტყვაც. გეგმის გამოყენება შესაძლებელია ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში, როდესაც საჭიროა იაზროვნოთ გარკვეულ თემაზე: შეაგროვოთ იდეები, მოემზადოთ პრეზენტაციისათვის, მოამზადოთ პროექტი და ა.შ.

დააკვირდით ქვემოთ აღწერილი გეგმის სქემას:

  • რა ძირითად კატეგორიებს შეიცავს, რომელია ქვეკატეგორიები?
  • დაამატებდით რაიმეს? თუ დაამატებდით, რას?

გეგმის შედგენის ინსტრუქციები

  • ფურცლის შუაში დაწერეთ თემის სახელწოდება და შემოავლეთ წრე. გამოიყენეთ ფართო ფორმატის ფურცელი.
  • დაიტანეთ ფურცელზე წრიდან გამომავალი მსხვილი ხაზები (სხივები). თითოეული ხაზის გასწვრივ დაწერეთ იმ ქვეთემის სათაური, რომელიც შეესაბამება ფურცლის შუა წრეში მოცემულ თემას.
  • წრიდან გამომავალი მსხვილი ხაზებიდან შეგიძლიათ გაავლოთ წვრილი ხაზები, რომლებიც წარმოადგენს ქვეკატეგორიებსა ან კითხვებს, რომლებიც უკავშირდება მსხვილ ხაზებზე დაწერილ ქვეთემებს.
  • შეეცადეთ, მოიფიქროთ რაც შეიძლება ბევრი ტერმინი და მოათავსოთ ეს ტერმინები შესაბამის კატეგორიებში. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზომის ასოები, სიმბოლოები ან ფერები.

შეადარეთ თქვენ მიერ შედგენილი გეგმა თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს

  • რას ამჩნევთ?
  • რა მსგავსებაა თქვენსა და თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს შორის?
  • რა სხვაობაა თქვენსა და თქვენი თანაკლასელების მიერ შედგენილ გეგმებს შორის?
  • რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ტერმინები?
  • ქვეკატეგორიებად დაყოფა სძენს რაიმე მნიშვნელობას შედგენილ გეგმას?
  • რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ აკლია გეგმას?
  • შემდეგ ჯერზე რას გააკეთებთ სხვაგვარად?