მოსწავლის სამუშაო ფურცელი 8.2: სადისკუსიო ბარათები

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 8.2: სადისკუსიო ბარათები
პოლიციელი აცხადებს, რომ მანუელმა დაკითხვაზე აღიარა მანქანის მოპარვა. ახალგაზრდა მამაკაცი აცხადებს, რომ მანუელი ყოველთვის მანქანების მოპარვაზე საუბრობდა და ამით იწონებდა თავს.
ახალგაზრდა ქალბატონი აცხადებს, რომ მოისმინა მისი მეგობრის სატელეფონო საუბარი მანუელთან. ქალბატონის მეგობარი მანუელს ბატონი ქეის მანქანის მოპარვაზე ელაპარაკებოდა. ბატონი ქეი აცხადებს, რომ დარწმუნებულია მანუელის ბოროტმოქმედებაში, რადგან ქეის ოჯახისადმი მანუელს სიძულვილი ამოძრავებდა. ეს სიძულვილი კი სათავეს იმ დღიდან იღებს, როცა ბატონმა ქეიმ მანუელს მის ქალიშვილთან შეხვედრა აუკრძალა.
მანუელის ერთ-ერთი მასწავლებელი აცხადებს, რომ არაერთხელ დაუნახავს, თუ როგორ იპარავდა სხვადასხვა საგანს მანუელი სკოლიდან. მანუელს არ ჰყავს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ დანაშაულის საღამოს ის სახლში იყო.
როცა პროკურორმა ქეის მეზობელს ჰკითხა: ,,იმ საღამოს, დაინახეთ მანუელის მსგავსი გარეგნობის ადამიანი, რომელსაც ბატონი ქეის მანქანა მიჰყავდა?”, მიიღო შემდეგი პასუხი: ,,კი, ნამდვილად.”