გაკვეთილი 3: პრეზენტაციის დრო

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: პრეზენტაციის დრო

სპეციალისტთა ჯგუფები აკეთებენ მედიასაშუალებების გამოყენების ტექნიკური უნარების დემონსტრირებას

სწავლის მიზნები მოსწავლეები ტექნიკური ექსპერტების როლში გამოდიან იმ მედიამოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეარჩიეს. ისინი სწავლობენ, როგორ წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ინფორმაცია.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ტექნიკური ექსპერტების როლში გამოდიან იმ მედიამოწყობილობასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეარჩიეს და მართავენ ჯგუფურ პრეზენტაციას ამ მედიამოწყობილობის კლასისათვის გაცნობის მიზნით.
რესურსები მედიამოწყობილობები, პრეზენტაციისათვის საჭირო ინდივიდუალური საშუალებები.
მეთოდები ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილის აღწერა

მოცემული გაკვეთილი (ან გაკვეთილების სერია, დაგეგმილი პრეზენტაციების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრული) უნდა მომზადდეს მოსწავლეების მიერ. გაკვეთილის ძირითადი დრო და ყურადღება დათმობილი აქვს პრეზენტაციებს. მასწავლებლის ფუნქცია შემოიფარგლება მხოლოდ მოსწავლეების  ჯგუფების ზედამხედველობით, პრეზენტაციების მომზადების ეტაპზე. იმისდა მიხედვით, თუ პრეზენტაციის მომზადებისათვის საჭირო რა უნარებს ფლობენ მოსწავლეები, მასწავლებლის ფუნქცია შეიძლება მარტივი ან მეტად კომპლექსური აღმოჩნდეს.

მოსწავლეები კარგად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ სურთ მათ გადმოსცენ ინფორმაცია, რომელსაც პრეზენტაციისათვის ამზადებენ. მოსწავლეებისათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტები, სხვადასხვა ასპექტში, მათ დახმარებას უზრუნველყოფს, მაგალითად, რჩევებით, რომელიც ეხება:

  • პოსტერის დამზადებას;
  • სლაიდების დამზადებას; და
  • პრეზენტაციის მომზადებასა და პრეზენტაციით გამოსვლას.

ზოგიერთმა ჯგუფმა შესაძლებელია გამოთქვას პრეზენტაციის წინ რეპეტიციის გავლის სურვილი. თუ მოსწავლეებს იმის შესაძლებლობის მივცემთ, რომ მათ თავიანთი პრეზენტაცია წინასწარ გააცნონ  მასწავლებელს ან სხვა მოსწავლეებს და მოისმინონ კომენტარები თავიანთი ნამუშევრის შესახებ, მოსწავლეები თავს უფრო დაცულად იგრძნობენ. ეს, აგრეთვე, დადებითად  აისახება მათი პრეზენტაციის ხარისხზე.  დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლებასა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ამას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ვინაიდან დემოკრატიულ გარემოში, მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ძირითად კომპეტენციას, ინფორმაციისა და საკუთარი მოსაზრების თავისუფლად და დამაჯერებლად გადაცემის კომპეტენცია წარმოადგენს.