მასალა მასწავლებლებისთვის 3ა: ოთხი ძირითადი პოლიტიკური ხედვა

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 3ა: ოთხი ძირითადი პოლიტიკური ხედვა


ლიბერალური ხედვა: ინდივიდუალური თავისუფლება უპირველეს ყოვლისა

  • ძირითადი პრინციპები: პირადი თავისუფლება და პასუხისმგებლობა.
  • ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების დაცვა.
  • თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია, როგორც პროგრესის, მოდერნიზაციისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მამოძრავებელი ძალა.
  • კაპიტალიზმი საუკეთესოდ მოქმედებს კონტროლის გარეშე.
  • ძლიერი მაგრამ კანონის უზენაესობის პრინციპით მართული სახელმწიფო.
  • უხვი სოცუზრუნველყოფა ადამიანებს სიზარმაცისკენ უბიძგებს.
  • ადამიანის მიერ გაღებული ძალისხმევა და მისი წარმატება თავის შედეგს – მოგებას იძლევა – არ არის საჭირო მაღალი საშემოსავლო გადასახადი და მაღალი გადასახადი მოგებაზე.
ლოზუნგი: „არ არსებობს თავისუფლება რისკის გარეშე“.


სოციალ–დემოკრატიული ხედვა: თანასწორობა უპირველეს ყოვლისა

  • ძირითადი პრინციპები: თანასწორობა, სოლიდარობა, სოციალური უსაფრთხოება.
  • სუსტების, ღარიბებისა და ნაკლებ პრივილეგირებულთა დაცვა.
  • კონტროლის გარეშე კაპიტალიზმი აღრმავებს სოციალურ უთანასწორობას. კაპიტალიზმს ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ საჭიროა მისი შედეგების კონტროლი და კორექტირება პოლიტიკური საშუალებებით.
  • გვჭირდება სოციალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც იზრუნებს ჩვენს ოჯახებზე, ინვალიდებზე, ავადმყოფებზე, მოხუცებზე, უმუშევრებსა და ღარიბებზე.
  • სოლიდარობა ნიშნავს ძლიერის მიერ სუსტისთვის დახმარების გაწევას.
ლოზუნგი: „ძალა ერთობაშია“

კონსერვატიული ხედვა: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

  • ძირითადი პრინციპები: უსაფრთხოება და სტაბილურობა.
  • ძლიერი სახელმწიფო არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა დაცული იქნება საფრთხისგან და საშიშროებისგან.
  • სახელმწიფოს ძლიერებას განაპირობებს თანამედროვე ძლიერი ეკონომიკა.
  • უნდა ვეცადოთ თავიდან ავირიდოთ სოციალური უთანასწორობის გაღრმავება.
  • ოჯახი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.
  • მოქალაქემ სახელმწიფოს დახმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ მას არ შესწევს ძალა, თავად გაუმკლავდეს მის წინ მდგარ პრობლემებს.
ლოზუნგი: „ძლიერი ეკონომიკა – ძლიერი სახელმწიფო“

მწვანეთა ხედვა: გარემოს დაცვა უპირველეს ყოვლისა

  • ძირითადი პრინციპები: ბუნებრივი გარემოს დაცვა, პასუხისმგებლობა მომავალი თაობის წინაშე.
  • ჩვენი დღევანდელი ცხოვრების სტილი – ეკონომიკის ზრდასა და წიაღისეული საწვავის მოხმარებაზე ორიენტირებული, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს.
  • საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებები, რათა გარემოს დაცვა გლობალურ დონეზე განხორციელდეს.
  • ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მომავალი თაობისა და მთლიანად ჩვენი პლანეტის წინაშე.
  • ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ მცირე ცვლილებებსაც კი დიდი სხვაობის მოტანა შეუძლია.
ლოზუნგი: „ფული არ იჭმევა“